„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქცია - საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა

„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქცია - საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა

access_time2019-09-09 20:30:29

საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქცია წერს.

 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სადავო ფიგურა, რამაც თბილისში პროტესტი გამოიწვია. კანონმდებლებმა 98 ხმის ნულის წინააღმდეგ ხმა მისცეს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, ოპოზიციამ ხმის მიცემას ბოიკოტი გამოუცხადა.

 

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ გახარია ფართო საზოგადოების მხრიდან განიხილება როგორც ივნისში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი დარბევის მთავარი ხელმძღვანელი. თუმცა გახარია შეეცადა, გაექარწყლებინა ბრალდებები, რომ ის „მოსკოვის კაცია“ საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხზე ყურადღების გამახვილებით, „ჩვენ ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია არის უდიდესი პრობლემა, უდიდესი გამოწვევა, უდიდესი სიბოროტე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გახარიამ.

 


ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა სამიზნეში ამოიღეს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

 

„გახარია პრემიერ-მინისტრის სავარძელში ივანიშვილის უკანასკნელი მარიონეტი იქნება. ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია დემოკრატიასთან და საქართველოს ყველა დემოკრატიული და პროდასავლური ძალა გაერთიანდება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მის დასამარცხებლად“, – განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

 

„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქცია აღნიშნავს, რომ პარლამენტის შენობასთან ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით „ჩვენ არ დავნებდებით“.





„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up