„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევის განხილვა იგეგმება

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევის განხილვა იგეგმება

access_time2021-06-10 23:30:00

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც 11-13 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარდება, რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევის განხილვა იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო „დოიჩე ველე“ გერმანიის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.


როგორც სააგენტო წერს, ქვეყნები ერთობლივი რეაგირების საკითხების განხილვას გეგმავენ მოსკოვის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა კიბერშეტევა, სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა, დეზინფორმაციული კამპანიები და „მკვლელობები დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე“.


გარდა ამისა, გერმანიაში აცხადებენ, რომ დღის წესრიგში დგას ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა სირიაში და სამხედრო ჩარევა ლიბიაში.


ამასთან, „დოიჩე ველე“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის მთავრობა გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდის“ (ФБК), „მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდის“ (ФЗПГ) და საზოგადოებრივი მოძრაობა „ნავალნის შტაბის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას და მოსკოვის ამ ნაბიჯს ოპოზიციის დაჩაგვრის მცდელობად მიიჩნევს.



ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გააძევეს და მას შემდეგ აშშ, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კანადა, გაერთიანებული სამეფო და გერმანია შეხვედრებს „დიდი შვიდეულის“ ფორმატში მართავენ.


11-13 ივნისს დაგეგმილ სამიტში აშშ-ის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას და სამიტის დასრულების შემდეგ, ჟენევაში გაემგზავრება, სადაც რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას.


1tv.ge



თეგები:
სამიტი



კვროკავშირის ჩართულობით რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვის პერსპექტივა გაჩნდა

კვროკავშირის ჩართულობით რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვის პერსპექტივა გაჩნდა
access_time2021-06-12 20:14:04
“რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ, საპოლიციო ძალები ტერიტორიიდან გავიდნენ და პროტესტის მონაწილეები თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდნენ. როგორც გოლეთიანმა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 20:00:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან -260$— მდე ჩამოვიდა, რის გამოც ერთი ტომარა...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის
access_time2021-06-12 11:00:49
საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის მაისში დაამტკიცა ტყის ახალი კოდექსი, რომლითაც იქმნება საფუძველი სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩანაცვლებისთვის;  უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზირების სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნება ტყის საკუთრების ახალი ფორმები, შესაძლებელი გახდება ტყეებით მრავალმიზნობრივი სარგებლობა, მათ შორის,  ტყეების სარეკრეაციო და საკურორტო მიზნით გამოყენება.  ნიშნავს თუ არა ეს ცვლილებები სოციალური ჭრის საბოლოოდ...


მსგავსი სიახლეები

up