ბელგიის ყოფილი მეფე დნმ-ის ტესტის გავლაზე უარის შემთხვევაში  ყოველდღე 5000 ევროს გადაიხდის

ბელგიის ყოფილი მეფე დნმ-ის ტესტის გავლაზე უარის შემთხვევაში ყოველდღე 5000 ევროს გადაიხდის

access_time2019-05-16 21:10:29

ბელგიის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დნმ-ის ტესტის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ქვეყნის ყოფილი მეფე ალბერტ მეორე ყოველდღიურად ჯარიმის სახით 5000 ევროს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

სასამართლომ 84 წლის ყოფილ მეფეს უახლოესი სამი თვის განმავლობაში დნმ-ის ნიმუშის ჩაბარება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის 50 წლის დელფინ ბელის მამად იქნება გამოცხადებული. ყოფილი მეფე დელფინა ბოელის მამობას უარყოფს.

 

დნმ-ის ნიმუშის ჩასაბარებლად ყოფილ მეფეს სამთვიანი ვადა მიეცა. თუ ალბერტ მეორე დადგენილ ვადაში დნმ-ის ნიმუშს არ ჩააბარებს, დელფინ ბელი მის ქალიშვილად იქნება გამოცხადებული და მემკვიდრეობის მიღების უფლება ექნება.

 

2005 წელს დელფინ ბელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ბიოლოგიური მამა სწორედ ალბერტ მეორეა. დელფინის დედის, ბარონესა სიბილა დე სელი ლონგშამის მტკიცებით, 1966-1984 წლებში მასსა და ალბერტ მეორეს რომანი ჰქონდათ.

 

ალბერტ მეორე ბელგიის ტახტზე 1993 წელს 62 წლის ასაკში ავიდა, 2013 წელს კი ტახტი ვაჟს - ფილიპს გადასცა.



imedinews.ge





ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
access_time2020-06-04 09:25:22
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. “ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი...

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს
access_time2020-06-04 10:10:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის...

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...


მსგავსი სიახლეები

up