დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

access_time2021-04-27 14:30:00

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო ყარაბულახში, ფრანგული მეხორცული ჯიშის - სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა - „GREEN ALLIANCE“ დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 6 მილიონი ლარია.



სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ტერიტორია ბევრი კვლევის შედეგად შეირჩა - კლიმატური და მეტეოროლოგიური მახასიათებლებით ის ძალიან ჰგავს ცენტრალურ მასივს და ამასთანავე, საძოვრებიც მაღალი ხარისხის რამდენიმე სახეობის ბალახითაა დაფარული.



ფერმა 820 ჰექტრამდე საძოვარ და სახნავ-სათეს მიწას ფლობს და აღჭურვილია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურით. კომპანია საქონლის 900 სულამდე გაზრდას, ყოველწლიურად კი 1000 ტონამდე ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას გეგმავს.



ფერმაში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ამასთანავე, კომპანია თანამშრომლობს ფრანგი კონსულტანტების ტექნიკურ ჯგუფთან, რომელიც აერთიანებს მეცხოველეობის სპეციალისტებს, ვეტერინარებს, ნუტრიციონისტებსა და მექანიკოსებს. ტექნიკური ჯგუფი ჩართულია ყოველდღიურ სამუშაო პროცესსა და ადგილობრივი კადრების პროფესიულ გადამზადებაში. ფერმის თანამშრომლები პერიოდულად გადიან სტაჟირებას საფრანგეთში, მსგავსი კონცეფციის ფერმაში.




„აღნიშნული პროექტი სრულად ავტონომიური ფერმის კონცეფციას ეფუძნება. ანალოგიური პროექტის განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ. საბოლოო მიზანი კი, ქვეყანაში მეცხოველეობის ევროპულ სტანდარტზე აყვანაა“, - ლევან ხუროძე, დამფუძნებელი პარტნიორი.



თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში, ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.



„სოფლის მეურენობა ქვეყნისთვის და ასევე თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პროგრამებთან იმისთვის, რომ სექტორის მონაწილეებს დაფინანსების საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიცია, ბაზარზე ჯანსაღი პროდუქტის შექმნა და ადგილობრივების დასაქმება, ჩვენთვის ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომელთა გამოც „GREEN ALLIANCE“-ის არაერთ პროექტს ვუჭერთ მხარს“, - ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.



აგრო-ინდუსტრიული ჯგუფი „GREEN ALLIANCE“ 2019 წელს ქართველმა, ფრანგმა და ჰოლანდიელმა პარტნიორებმა - ჟაკ ფლურიმ, ლევან ხუროძემ, ზაზა კიკვაძემ, ლაშა ჯინჭარაძემ და კომპანიამ - „MG Law“ დააფუძნეს.



აგრო-ინდუსტრიული ჯგუფი 4 კომპანიას აერთიანებს, რომელთაგან 3 - „დმანისის მეცხოველეობა“, „ჯეორეგი“ და „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“, თიბისის მხარდაჭერით დაარსდა.


NS



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up