დმანისში აგრარული კოლეჯი გაიხსნება

დმანისში აგრარული კოლეჯი გაიხსნება

access_time2019-09-26 12:16:23

დმანისში, სოფელ სარკინეთში ქართულ-შვეიცარიული აგრარული პროფესიული სასწავლებელი „ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 




გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. შვეიცარიული სტანდარტის კოლეჯი სპეციალისტებს მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით მოამზადებს. თეორიულ სწავლებასთან ერთად, გათვალისწინებულია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც, რისთვისაც კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტის ყველის ქარხანა.






„პროფესიული სასწავლებლების განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ყველაზე თვალშისაცემი დეფიციტი მესაქონლეობა-მეცხოველეობასა და რძის პროდუქტების წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის მიმართულებით გვაქვს. კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული კადრების მომზადება დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალი კოლეჯის პარტნიორია შვეიცარიაში ყველაზე ძველი აგრარული სასწავლებელი „პლანტაჰოფი“, რომელსაც 200 წლიანი გამოცდილება აქვს. კოლეჯი არამხოლოდ დმანისის მუნიციპალიტეტსა და ქვემო ქართლისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სასწავლებელი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



აღსანიშნავია, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, ქვემო ქართლში ყველის 33 შვეიცარიული საწარმო, ასევე შვეიცარიული სკოლა ფუნქციონირებდა. როგორც ახალი კოლეჯის დამფუძნებელმა, მიხეილ სვიმონიშვილმა განაცხადა, სწორედ ამ ისტორიის გათვალისწინებით და პროფესიული განათლების სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, პროექტის მთავარი პარტნიორი შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა „პლანტაჰოფია“. სკოლა „პლანტაჰოფი“ უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.
პროფესიული სასწავლებლის შექმნის პროექტი ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით და შვეიცარიული ფონდის Swiss South Caucasus Foundation (SSFC) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ფონდი 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს. პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან საქართველოში შვეიცარიის საელჩო და შვეიცარიის განვითარების ფონდი. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან.









დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up