დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება

დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება

access_time2018-11-09 15:26:44

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ ტბეთში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება, რომლებიც 2019 წელს ამოქმედდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძეს გადაამუშავებს.


საწარმო აღიჭურვება სრული ციკლისათვის საჭირო დანადგარებით, როგორც ყველის დამზადებისათვის საჭირო აღჭურვილობით, ასევე რძის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ხაზით. აღსანიშნავია რომ საწარმოში შესაძლებელი იქნება ქართული და ევროპული ტიპის ყველის წარმოება.


სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოქმედ საწარმოში გადამუშავებული საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი.


პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით საწარმო 75%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა მეორე დონის იმ კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებულ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან თითოეულს ყავს არანაკლებ 200 ფური. 25 % გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.



„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტის, დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოებას.











"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up