დმანისის მუნიციპალიტეტში, ახალი პროფესიული კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიიღებს

დმანისის მუნიციპალიტეტში, ახალი პროფესიული კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიიღებს

access_time2021-09-27 11:50:00

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში, პროფესიულ კოლეჯში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იმყოფებოდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი ტიპის პროფესიული სასწავლებლები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას სოფლის მეურნეობით და აგრარულ სფეროში ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას.



„დმანისის მუნიციპალიტეტში გახსნილი ახალი პროფესიული სასწავლებელი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბიზნესსექტორი, ქართველი ფერმერები, მეწარმეები სწორად ხედავენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გზას, სწორი მიმართულებით აკეთებენ ინვესტირებას. მსგავსი ტიპის სკოლები უზრუნველყოფენ კვალიფიციური კადრების მომზადებას და, შედეგად, ის სტრატეგიული მიზნები, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას დასახული ეკონომიკის გაძლიერებისთვის, მიღწეული იქნება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.




შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ქართული და შვეიცარიული ინვესტიციით აშენდა, მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით კადრების მომზადებას ითვალისწინებს. სასწავლო პროგრამა, პროექტის მთავარი პარტნიორის, შვეიცარიული აგრარული სკოლის „პლანტაჰოფი“ მიერ არის შედგენილი და თეორიული და პრაქტიკული სწავლების 3-წლიან კურსს მოიცავს. კოლეჯის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შვეიცარიული სტანდარტის შესაბამისი ყველის თანამედროვე ქარხანა და მეცხოველეობის ფერმა, სადაც, პროფესიონალების ხელმძღვანელობით, სტუდენტები თავადაც ჩაერთვებიან ყოველდღიურ საქმიანობაში და მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.



პროექტი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან და ფერმერთა ასოციაციასთან.



„შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღებს. კოლეჯში, რომლის კამპუსიც 30 სტუდენტზეა გათვლილი, ამ ეტაპზე, 10 მოსწავლე ირიცხება.




თეგები:
კოლეჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up