საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრს აურელიო ჩოკოისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდება, - შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ევროკავშირსა და სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ჩარჩოებში.
შეხვედრა ბრიუსელში, 24 ივნისს გაიმართება და მისი დასრულების შემდეგ ჯოზეფ ბორელი სამი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
IPN.GE