ჯორჯიის შტატში 6 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთების აკრძალვას პროტესტი მოჰყვა

ჯორჯიის შტატში 6 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთების აკრძალვას პროტესტი მოჰყვა

access_time2019-05-12 20:05:30

აშშ-ში, ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა ბრაიან კემპმა 7 მაისს კანონს მოაწერა ხელი, რომელიც კრძალავს აბორტის მას შემდეგ გაკეთებას, რაც ნაყოფის გულისცემის მოსმენა იქნება შესაძლებელი, ანუ 6 კვირაზე მეტი ხნის ორსულობის დროს. ამ თემის შესახებ სტატია Meduza- მოამზადა.

 


გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ ქალებისთვის, რომლებიც სექსუალური ძალაობის მსხვერპლნი გახდნენ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის გამო ქალმა პოლიციას მიმართა. კანონი ასევე ითვალისწინებს იმ გამონაკლისს, როცა საფრთხე დედის სიცოცხლეს ექმნება.

 


უკანონო აბორტებთან დაკავშირებით სასჯელი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. ჯერჯერობით უცნობია იმოქმედებს თუ არა სასჯელის სახე და ზომა იმ ქალებისთვის, რომლებიც ორსულობას მედიკამენტოზურად, თვითნებურად შეწყვეტენ.

 


კანონი, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება, საზოგადოებაში ფართო კრიტიკა გამოიწვია.

 


აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა დემოკრატებიდან, ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა ( ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა პოლიტიკოსი აშშ-ში) Twitter- ზე დაწერა, რომ 6 კვირის ორსულობისას ციკლის დაგვიანების ვადა შეიძლება ორი კვირა იყოს, ეს კი იმდენად მცირე დროა, რომ ბევრმა ქალმა შეიძლება სულაც არ იფიქროს, რომ ორსულად არის. კაცები, რომლებიც ამ ტიპის კანონებს წერენ, ქალის სხეულის აღნაგობის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ, გარდა იმისა რაც მათ ამ სხეულისგან სურთ, - წერს კორტესი.

 


ჯორჯიის შტატში ამ კანონის წინააღმდეგ პროტესტი ჰოლივუდის ბევრმა ვარსკვლავმაც გამოთქვა. ამ შტატს ტელესერიალებისა და ფილმების გადასაღებად ხშირად იყენებენ ხოლმე. ამ კანონიდან გამომდინარე კი პროტესტის ნიშნად, გადაღებებზე უარი განაცხადა საპროდიუსერო კომპანია Killer Films-მა; ასევე რეჟისორმა მარკ დიუპლასმა, რომელიც HBO-სთან და Netfilx-თან თანამშრომლობს, ჯორჯიის შტატში პროექტების ჩაშლის მოწოდებით გამოვიდა.

 


ეს კანონი უყურადღებოდ არ დარჩენია არც მსახიობ ალისა მილანოს, რომელმაც 2017 წლის ოქტომბერში Twitter- ზე ფლეშმობი #MeToo დაიწყო. მილანომ სხვა მსახიობებთან ერთად, ხელი მოაწერა საერთო წერილს, რომელშიც ჯორჯიის ხელისუფლებას სთხოვენ არ მიიღოს ახალი კანონი. ამის მიუხედავად კანონი მაინც მიიღეს. მილანომ ქალებს დროებით სექსზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

 


სანამ ქალები ჩვენ ორგანოებზე სამართლებრივ კონტროლს არ მოვიპოვებთ, ჩვენ არ შეგვიძლია გავრისკოთ და დავორსულდეთ, - წერს მსახიობი და ქსელში ახალი ფლეშმობისთვის ჰეშთეგსაც აქვეყნებს #SexStrike.



imedinews.ge




„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up