,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

person access_time2016-06-17 17:49:20

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "კომერსანტი" მას უცვლელად გთავაზობთ:

 

„გამომდინარე თემის აქტუალურობიდან, გვსურს მოკლედ, ფაქტების დონეზე, გაგაცნოთ ვითარება, რომელიც შეეხება ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა"' და გოგირდის 5 აბანოს შორის არსებულ დავას. გვინდა შეგახსენოთ - დავა გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნულ აბანოებს არ სურთ გადაიხადონ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართ არსებული, უკვე წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე დაგროვილი საკანალიზაციო მომსახურების დავალიანება.

 

ბიზნეს სუბიექტებს შორის წარმოქმნილი პრობლემა ამჟამად გადატანილია სასამართლოში. ვინაიდან აღნიშნული საკითხი რეზონანსულია, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მიიღო გადაწყვეტილება, მიაწოდოს საზოგადოებას ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მიმდინარე პროცესის შესახებ.

 

მიუხედავად არსებული სამართლებრივი ბერკეტებისა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" გამოიჩინა კეთილი ნება, არ შეუწყვიტა გოგირდის აბანოებს წყლის მიწოდება და არ დაუყადაღა ანგარიშები, რადგან არ გვსურს ხელი შევუშალოთ ბიზნესის ფუნქციონირებას.

 

2015 წლის თებერვლიდან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ახალმა მენეჯმენტმა შეძლო ტექნიკურად აღერიცხა აბანოების მიერ მოხმარებული სითხის ოდენობა და გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ტარიფიდან, რაც შეადგენს 0.85 თეთრს ერთ კუბურ მეტრ ჩამდინარე წყალზე, დააკისრა გოგირდის თითოეულ აბანოს შესაბამისი გადასახადი.


 

გვინდა დავაზუსტოთ რომ ტარიფი არ შეცვლილა, უბრალოდ, ამჟამად კომპანია უკვე ახერხებს აღრიცხოს აბანოებიდან საკანალიზაციო კოლექტორში ჩამდინარე წყლების ოდენობა.აბანოების ხელმძღვანელები უარს აცხადებენ გადაიხადონ კანონით დაკისრებული თანხა და ცდილობენ მთავრობისა და სემეკის ყურადღების მიპყრობას სხვადასხვა მეთოდებით.აბანოების განცხადებით, გამომდინარე მათი ბიზნესის სპეციფიკიდან, აბანოებს არ აქვთ საშუალება, დაკეტონ გოგირდის წყალი, რის გამოც ჩადინება ხდება 24 საათის განმავლობაში.

 

სწორედ ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც" უწევს აბანოებს უწყვეტ მომსახურებას 24 საათის მანძილზე და საკუთარი კოლექტორის საშუალებით გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე ჩააქვს გოგირდის წყლები, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს კომპანიის ინფრასტრუქტურას და რაც დაკავშირებულია კომპანიის მხრიდან არსებით ხარჯებთან. სწორედ ამ ხარჯების მიხედვითაა დათვლილი სემეკის მიერ ჩამდინარე წყლების ტარიფი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ჩვენი ბიზნესი ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. არადა, თუ სპეციფიკაზე მიდგება საქმე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სწორედ ის კომპანიაა, რომელიც 24 საათის მანძილზე, უწყვეტად ამარაგებს თბილისის მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წყლით და ასევე, უწყვეტ რეჟიმში ეწევა წყალარინების მომსახურებას.

 

ასევე, შეუძლებელია კომპანიამ დაუშვას გამონაკლისი და დაუწესოს აბანოებს უფრო დაბალი ტარიფი, რადგან სხვა კომპანიებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ვერ ჩავაყენებთ.

 

ჯერ კიდევ დავის სასამართლოში გადატანამდე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" შესთავაზა გოგირდის აბანოებს დაგროვილი დავალიანების გადანაწილება, თუმცა მათგან თანხმობა ვერ მიიღო. არაერთხელ გვქონდა მოლაპარაკების მცდელობაც, მაგრამ ნაცვლად მოლაპარაკებისა, აბანოების ხელმძღვანელები დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ.

 

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს აბაოებისთვის მომსახურების გაწევას და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათი მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებებსა და ქმედებებს"-ნათქვამია განცხადებაში.

 

 




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up