,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

access_time2017-07-28 16:26:29

 
 
დღეს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,  პეკინის ქუჩაზე,  ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარ სამუშაოებს დაასრულებს. კომპანიამ სამუშაოები, გერმანელ ექსპერტებთან ერთად ჩაატარა.
 
 
პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს, 1000 მმ-იანი მაგისტრალის 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთი ევროპული ტექნოლოგიით განახლდა და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰოდროტესტირება ჩაუტარდა.
 
 
პარალელურად, 1000 მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი  ურდული დამონტაჟდა და  500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი მოეწყო.
 
 
მომავალი კვირიდან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განსახორციელებელი სამუშაოების დასკვნით ეტაპზე გადავა - პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იან,  1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელ ქსელებს სრულად შეცვლის.
 
 
პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია 3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
 
 
 
რაც შეეხება gwp-ის სხვა სამუშაოებს:
 
 
ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის 350 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვალა.
 
 
მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ვახტანგ მე-6-ის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად შიცვალა.
 
 
სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. წყალსადენის ქსელის 4.4 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 76 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
 
 
ნაძალადევის რაიონში, ინანიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 8 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
 
 
ამავე რაიონში, კოკინაკის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალსადენის ქსელის 470 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და  4 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
 
 
საბურთალოს რაიონში, ასათიანი ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. წყალსადენის ქსელის 1 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. ასევე, წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურული ელემენტები მონტაჟება.
 
 
გლდანის რაიონში, თეთრი ტბის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალსადენის ქსელის 3 კმ  სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. ასევე, ახალი ევროსტანდარტის 18 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია 230 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
 
 
ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალარინების ქსელის 680 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
 
 
ნაძალადევის რაიონში: მონადირის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 2690 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და  11 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. კომპანია, აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, 180 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
 
 



13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე
access_time2020-09-23 13:40:46
რა გავლენა იქონია პანდემიამ ავტოიმპორტიორების ბიზნესზე და რა მოთხოვნები აქვთ ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს მთავრობასთან ? - საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, საზღვრების დაკეტვით საქართველოში არსებულ 24 ათასზე მეტი ავტოიმპორტიორს გაკოტრების საშიშროება უდგას. „დღეს საქართველოში დაახლოებით...

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები  ერთ სივრცეში
access_time2020-09-23 09:50:26
Bihub.ge-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი აქტიური კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა. ინტერაქტიულ დეშბორდზე ნახავთ I, II, III და IV კატეგორიაში შემავალი ბიზნესებისა და სდპ პირების ფინანსური შედეგების ანალიტიკას.   3000-ზე  მეტი I-III კატეგორიის კომპანიის დეტალური ინდივიდუალური (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებები. სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გაიგოთ, თუ როგორაა 25000-ზე მეტი კომპანია,...

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო
access_time2020-09-23 09:30:08
„ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ტონიკი“ და „ბუღა ველნესი 0 კალორია“ ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.   კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია. ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი...


მსგავსი სიახლეები

up