„ჯორჯიან ქარდმა“ 3D უსაფრთხოების სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა

„ჯორჯიან ქარდმა“ 3D უსაფრთხოების სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა

access_time2019-08-26 12:30:42

სს „ჯორჯიან ქარდი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც PCI 3DS (Three - Domain Secure) სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა.


3D უსაფრთხოების დონე, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს დაცვის დამატებითი მექანიზმი ინტერნეტით განხორციელებული ტრანზაქციებისთვის.


აღნიშნული სერვისით სარგებლობა VISA, Master Card, და American Express ტიპის საბანკო ბარათებითაა შესაძლებელი და Verified by Visa, MasterCard Secure Code , Amex Safe Key-ის მხარდაჭერა გააჩნია.



„ჯორჯიან ქარდის“ საერთაშორის საგადახდო ბარათების 3D უსაფრთხოების სერვისის მუშაობა ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა საკონსულტაციო კომპანიამ შეისწავლა და შესაბამისი აუდიტორული დასკვნა მოამზადა. „ჯორჯიან ქარდის“ სისტემაში, საგადახდო ბარათების 3D უსაფრთხოების სერვისი 2014 წლიდან არის დანერგილი.



კომერსანტი





დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up