"ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი" თხილს 25-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის

access_time2017-08-18 13:00:51

"ჯორჯიან პროდაქტს რენესანსმა" თხილის რეალიზაცია საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, კომპანიამ „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი" პროდუქციის რეალიზაცია საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო. თხილის გადამამუშავებელი კომპანია პროდუქციის მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შესაბამისად, უცხოეთში რამდენიმე სახის თხილის პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს. კერძოდ: გაუტეხავი თხილის, ნატურალური თხილის გულის, ბლანშირებული თხილის, დაქუცმაცებული თხილისა და თხილის ფქვილის სახით.


ექსპორტზე ორიენტირებულმა კომპანიამ, 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე, სააგენტოს ორგანიზებით საკვები და სასმელი პროდუქტების ყველა წამყვან გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია მონაწილეობდა ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა: HOFEX 2017, GULFOOD 2015/2016/2017, ANUGA 2015, SIAL CHINA 2015, SUMMER FANCY FOOD SHOW 2015, SIAL PARIS 2016 დაა.შ. პოტენციურ პარტნიორებთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ბულგარეთში. კანადაში, გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, სინგაპურში და კიდევ ბევრ ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტით, აგრეთვე ერთადერთი თხილის კომპანიაა საქართველოში, რომელიც BRC სერტიფიკატს ფლობს. კომპანია „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ სამომავლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და დამატებითი საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს”,- ნათქვამია განცხადებაში.




ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს
access_time2020-07-10 18:00:07
„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს. 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3...


მსგავსი სიახლეები

up