„ჯორჯიან მანგანეზმა" შრომით და გარემოსდაცვით უსაფრთხოებაზე 8 მილიონ დოლარამდე დახარჯა

„ჯორჯიან მანგანეზმა" შრომით და გარემოსდაცვით უსაფრთხოებაზე 8 მილიონ დოლარამდე დახარჯა

access_time2016-11-18 17:40:46

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" „ჯორჯიან თაიმსის" ყოველწლიურ ბიზნესდაჯილდოებაზე წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. კომპანიამ აღნიშნული ჯილდო შემდეგი მიღწევებისთვის მიიღო - საინვესტიციო მიმზიდველობა, სამუშაო უსაფრთხოების და ეკოლოგიური ნორმების უმაღლესი სტანდარტი, კორპორატიული პასუხისმგებლობა.

 

 

 

„ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ კომპანიამ მართლაც ბევრი იმუშავა როგორც სამუშაო უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, ასევე ეკოლოგიური ნორმების სტანდარტის ასამაღლებლად. კომპანიაში იმასაც დასძენენ, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ეს ნომინაცია კომპანიისთვის ერთგვარად სტიმულის მომცემი იქნება და ერთგვარი აღიარება იმ სიახლეებისა, რაც ათეულობით წლები უძრაობის შემდეგ დაინერგა ამ დარგში.

 

 

 

„სამუშაო უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით გარკვეული მიღწევები ნამდვილად გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სტანდარტი, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია, მაგრამ თუ წინა მონაცემებს ახლანდელ მდგომარეობას შევადარებთ, ვნახავთ, რომ ამ კუთხით რადიკალური გამუმჯობესება სახეზეა. პროფესიული ტრავმები და ექსცესები მთლიანად აღმოფხვრილი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. პროფესიული ტრავმებისგან დაცულობის უზრუნველსაყოფად ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის ინვენტარი და სპეციალური აღჭურვილობა. დასაქმებულებს პერმანენტულად უტარდებათ სპეციალური ტრენინგები უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით - ახალი თანამშრომლები დასაქმებამდე 2-კვირიანი ტრენინგს გადიან, ხოლო წელიწადში 2-ჯერ ყველა თანამშრომელს სავალდებულო ტრენინგები უტარდება. მინდა გაითვალისწინოთ რომ ეს შედეგები მიღწეულია კომპანიაში სადაც დასაქმებულია 5500 ადამიანზე მეტი", - აცხადებენ კომპანიაში.

 

 

 

ეკოლოგიური ნორმების სტანდარტებთან დაკავშირებით კომპანიაში ამბობენ, რომ „არსებობს სტერეპოტიპული მიდგომა, თითქოს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და „ჭიათურმანგანუმი" კვლავ ისევე აბინძურებენ ჰაერს და ახდენენ გარემოზე მავნე ზემოქმედებას, როგორც ეს ათწლეულობის მანძილზე ხდებოდა. დროა, ნელ-ნელა შეიცვალოს ეს სტერეოტიპი, რადგან ამ მიმართულებით „ჯორჯიან მანგანეზი" ნამდვილად დგამს ქმედით ნაბიჯებს. მათგან ერთ-ერთია ის ტექნოლოგიური ცვლილებები, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში განხორციელდა.

 

 



შეგახსენებთ, რომ ჩვენ 2012 წელს ჩაგვბარდა 80 წლის ქარხანა, სადაც ბოლო 40 წლის მანძილზე არანაირი მნიშნელოვანი ტექნიკური განახლება არ ჩატარებულა. „ჯორჯიან მანგანეზის" მოსვლის შემდეგ კი მხოლოდ ქარხნის ტექნიკურ გადაიარაღებაზე არაერთი მილიონი დოლარი დაიხარჯა - კაპიტალურად შეკეთდა ქარხანაში არსებული 11-ვე ღუმელი, თითოეული მათგანის შეკეთება კომპანიას 300 ათას დოლარამდე დაუჯდა. შემდგომი ეტაპი იყო უკვე გაზგამწმენდი სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობდა ახალი ტიპის ფილტრების დამონტაჟებას. საბოლოო ჯამში, 22 ათასი ფილტრი შეიცვალა. ამ სისტემის მართვა უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის მონიტორინგის სისტემით, გერმანული კომპანია „სიმენსის" მიერ წარმოებული მართვის პანალებითა და მაღალი სიმძლავრის პნევმოტრანსპორტით, რაც უზრუნველყოფს ღუმელებიდან გამოსული მტვრის დაჭერას, გაფილტვრას და შემდგომში მაღალი ტევადობის სილოსებში ჩაპრესვას. ეს პროცესი ხდება მთლიანად დახურულ სისტემაში, რაც მინიმუმამდე ამცირებს გარემოში მტვრის გამოღწევის ალბათობას.

 

 


გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ მე-4 საამქროში ინდურ მაღალტექნოლოგიურ კომპანია „გალსასი"-სთან ერთად ავამუშავეთ ახალი ტიპის დახურული სისტემის ღუმელი, რომელსაც გააჩნია ავტონომიური წყლის გაგრილების სისტემა. იგი აიოლებს მუშახელის ფიზიკურ შრომას და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. ეს პროექტი კომპანიას 7,2 მილიონი დოლარი დაუჯდა.

 

 


250 ათასი დოლარი დაჯდა მონიტორინგის კონტროლის სისტემა, რომელიც ახდენს გარემოს დაბინძურების აღრიცხვიანობას და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება, მონაცემებს ონლაინრეჟიმში გაეცნოს. ამ სისტემის მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროც აკონტროლებს. მინდა, გითხრათ, რომ ამ სისტემის მონაცემების ხილვა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და პირველრიგში გარემოს დაცვის სამინისტროსთვის. ყველა დაგენილი პარამეტრით დღევანდელი მონაცემები დაშვებულ ზღვრულ ნორმებზე ქვემთაა. ამიტომ, მინდა, ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ „ჯორჯიან მანგანეზის" მუშაობას, რომ გამოვიდნენ იმ სტერეოტიპული აზროვნებიდან, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით და დაინახონ ცვლილებები უკეთესობისკენ," - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის" პრესსამსახურის უფროსი ზაქარია ზალიკაშვილი.

 

 


იგი ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატსა და მაღაროებში განხორციელებულ ცვლილებებზეც საუბრობს და დასძენს, რომ კომპანია „ჯორჯიანმანგანეზს" ჭიათურასთან დაკავშირებითაც დიდი გეგმები აქვს.

 

 


„მოგეხსენებათ, რომ ჭიათურაში ღია კარიერული მოპოვება ხდებოდა და აღარ ხორციელდებოდა მისი რეკულტივაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიპოვეს მადანი და დატოვეს კარიერი. ჩვენი კომპანიის ამ საწარმოში მენეჯმენტში მოსვლის შემდეგ, რეკულტივაციასთან დაკავშირებით პირველი ექსპერიმენტი 2007 წელს ჩატარდა, ხოლო 2013 წლის ბოლოდან ამ პროცესმა სისტემური ხასიათი მიიღო. ამ ეტაპზე ჩვენს კომპანიას ჭიათურაში ბიოლოგიურად რეკულტივირებული აქვს 16 ჰექტარი ფართობი, სადაც დარგულია 22 ათასი ხე, ხოლო ტექნოლოგიურად რეკულტივირებული - 10 ჰექტარი, რომლის ბიოლოგიური რეკულტივაციაც ნოემბერში დაწყებული ყინვების გამო ვერ მოვასწარით. გარდა ამისა, ჭიათურასთან დაკავშირებით გვაქვს სიახლეებიც - უკვე სახელმწიფო ინსტუტიტებთან შეთანხმებულია დახურული ციკლის ქარხნის მშენებლობის პროექტი.

 

 


ჩვენ კომპანის 2012 წლიდან დღემდე დაახლოვებით 56 მილიონ დოლარის ინვესტიცია აქვს გაკეთებული საწარმოს ტექნიკური, ტექნოლოგიური განახლების ასევე შრომითი უსაფრთხოების და წარმოების სტანდარტების ამაღლებისთვის.

 

 


კარგია, რომ დაინახეს და დააფასეს ზესტაფონსა და ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ჩატარებული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის იდეალური სიტუაცია, რისკენაც ჩვენი კომპანია მიისწრაფის, მაგრამ ამ ჯილდოს სახით ჩვენ მოგვეცა გარკვეული სტიმული შემდგომი განვითარებისთვის," - აღნიშნავს „ჯორჯიან მანგანეზის" პრესსამსახურის უფროსი.

 

 

(R)

 

 

 




შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....


მსგავსი სიახლეები

up