„ჯორჯიან მანგანეზმა“ სოფელ დარკვეთის ტერიტორიაზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაიწყო

„ჯორჯიან მანგანეზმა“ სოფელ დარკვეთის ტერიტორიაზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაიწყო

access_time2020-07-17 13:56:42

„ჯორჯიან მანგანეზმა“ სოფელ დარკვეთის ტერიტორიაზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაიწყო.


„კაციტაძეები 1“-ის კარიერის მთლიანი ფართობი, რომელიც ამ ეტაპზე ტექნიკურ რეკულტივაციას ექვემდებარება, 8,4 ჰექტარს შეადგენს. ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.


აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკულტივაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მისი დასრულება, დაახლოებით, 10 დღის ვადაში იგეგმება.



„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება ჭიათურის რეგიონში და მთლიანად „ჯიემში“ ერთ-ერთი მთავარი საქმე და მიზანია. კომპანიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 130 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის ტექნიკური რეკულტივაცია მოახდინა, მათ შორის, გარკვეული ნაწილის ბიოლოგიური რეკულტივაცია. აღნიშნული პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, სანამ ძველი პირობები და დაზიანებული ნიადაგი არ გაუმჯობესდება. ასევე, რა თქმა უნდა, თანმდევი პროცესია ახალგადახსნილი ნიადაგების აღდგენა და პირვანდელ სახემდე მიყვანა. წლების განმავლობაში ტერიტორიებზე რეკულტივაცია არ ხდებოდა, სამუშაოები ქაოტურად მიმდინარეობდა, ბოლო სამ წელიწადში კი სარეკულტივაციო სამუშაოები ძალიან დიდ ტერიტორიაზე განხორციელდა“, - აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.


„ტექნიკური რეკულტივაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მიწის ბიოლოგიური რეკულტივაციისთვის მომზადება დაიწყება, ტერიტორია შემოიღობება და მიმდინარე წლის შემოდგომაზე ის გამწვანდება. გასულ წელს ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები საერთო მასშტაბით 50 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე განხორციელდა, მათ შორის, რგანში 27-ე კარიერი, ე.წ. საბუეს კარიერის ტერიტორია, თურმანაულის კარიერი და ა.შ. წელს უკვე ორი პროცესი იქნება პარალელურად - ერთი არის ასევე 50 ჰექტარი დამატებით ტერიტორიის ტექნიკური რეკულტივაცია, ხოლო შემოდგომაზე წინა წელს ტექნიკურად რეკულტივირეულ ფართებზე გამწვანება და ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოების ჩატარება“, - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორი, ირაკლი ნოზაძე.


„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოსდაცვითი პოლიტიკა პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც, სახელმწიფოს წინაშე აღებული გარემოსდაცვითი ვალდებულების ფარგლებში, გეგმურად ასრულებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up