„ჯორჯიან მანგანეზმა“ ორ ახალ ობიექტზე - „პერევისა 2“-სა და „თხილისწყალზე“ ოპერირება დაიწყო

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ორ ახალ ობიექტზე - „პერევისა 2“-სა და „თხილისწყალზე“ ოპერირება დაიწყო

access_time2020-05-28 15:39:42

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ორ ახალ ობიექტზე - „პერევისა 2“-სა და „თხილისწყალზე“ ოპერირება დაიწყო, ხოლო „მღვიმევსა“ და „დარკვეთში“ მოპოვებითი სამუშაოების გაფართოებას გეგმავს. 


„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კომპანიამ მადნის მოპოვების ალტერნატიული გზების ძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოსახლეობის მიერ სოფელ შუქრუთში მაღაროების ბლოკირება მოხდა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ აღნიშნულ საბადოებზე მოპოვებითი სამუშაოები ვეღარ განახორციელა.


კომპანიამ ვახტური წესით დასამუშავებელ ახალ ობიექტებზე მადნის მოპოვებითი სამუშაოები ნაწილობრივ უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ობიექტებზე ის ადამიანები დასაქმდნენ, რომლებიც შუქრუთის მოვლენების გამო მუშაობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ.



„ბოლო სამი თვეა, „ჯორჯიან მანგანეზის“ რიგი ობიექტები შუქრუთის მოვლენების გამო ბლოკირებულია. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში კომპანიამ მადნის მოპოვებითი ალტერნატიული წყაროები მოიძია. ჯერჯერობით, სრულფასოვნად არცერთი ახალი ობიექტი არ არის გაშვებული, თუმცა, ის სამუშაოები, რაც უკვე ჩატარდა, რეკორდულ დროში წარიმართა და სულ მალე სრულფასოვნად ჩაეშვება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვახტურ წესზე მომუშავე ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ ჩაერთვნენ თავისი ახალი სამუშაო ადგილების მომზადებასა და შექმნაში. ვფიქრობ, ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და ეს იყო სწორედ ის ერთ-ერთი მოტივატორი, რომელმაც ასეთ მოკლე ვადაში ამ ობიექტების ოპერირების შესაძლებლობა მოგვცა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ცდილობს, მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მოვლენების მიუხედავად, წინსვლა განაგრძოს, რათა სამუშაო ადგილებსა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას საფრთხე არ დაემუქროს“,- აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.








კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up