„ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აგრძელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო.
კომპანია სრული პასუხისმგებლობით იზიარებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და სახელმწიფოს მიერ გატარებულ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო და მსოფლიო მოკლე დროში შეძლებს COVID-19-თან გამკლავებას.