ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

access_time2019-09-20 20:06:37

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.


კომპანიის ხელშეწყობით, სკოლის მეორე კორპუსის პირველი სართულის ფოიეს მოწყობა მიმდინარეობს, ასევე მოწესრიგდება სველი წერტილები, სასადილო და გასახდელები.


სკოლის ძირითადი პირველი კორპუსის რეაბილიტაცია გასული წლის ივნისში დაიწყო, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“, „მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში დააფინანსა.


რაც შეეხება მეორე კორპუსს, ის სამსართულიანია. მეორე კორპუსის დაფინანსება თავის თავზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ აიღეს. მერიის მიერ დაფინანსებული თანხით, მეორე და მესამე სართულები გარემონტდა, ხოლო „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელშეწყობით - პირველი სართულის ფოიე.


სარემონტო სამუშაოებს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული პირები ასრულებენ, საჭირო მასალების შეძენაც თავად კომპანიამ უზრუნველყო.


„სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია, კერძოდ, შემოსასვლელი მთლიანად გაკეთდა, დაიგო გრანიტის იატაკი, კედლები გაილესა და თავიდან შეიღება, გაკეთდა ჭერი, ანალოგიური სამუშაოები შესრულდა პირველი სართულის მეორე ოთახშიც, იატაკიდან დაწყებული ჭერით დამთავრებული, ყველაფერი შეიცვალა და ახალია. ასევე, დასრულდა სპორტული ოთახის სარემონტო სამუშაოებიც.


პარალელურად, რემონტდება სასადილო და სველი წერტილები.



„ჯორჯიან მანგანეზმა“ დაასრულა ის სამუშაოები, რომლებიც აუცილებელი იყო სასწავლო პროცესის დაწყებისთვის. ხოლო ის სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენს სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის და სწავლის პარალელურად მიმდინარეობს.


მე როგორც სკოლის დირექტორს, შემიძლია ვთქვა, რომ მათი დახმარების გარეშე ეს კორპუსი საერთოდ დაიხურებოდა, და ჩვენ ვერ შევძლებდით სასწავლო პროცესის დაწყებას.


მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის ხელმძღვანელობას იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მათ ჩვენს სკოლასთან დაკავშირებით მიიღეს“,- განაცხადა ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა გოჩა შუბითიძემ.


აღსანიშნავია, რომ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლა დღეს 900 მოსწავლეს აერთიანებს.


„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ საგანმანათლებლო პროცესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.


კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასწავლო დაწესებულებას საგანმანათლებლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა და პირობები ჰქონდეს.










ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს, შვეიცარული ბანკის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს, შვეიცარული ბანკის  პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა
access_time2019-11-20 23:34:23
ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა, რომელმაც მას 140 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი...

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“
access_time2019-11-20 17:25:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვას. ასოციაცია ასევე პასუხობს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს მოგვმართეს აღნიშნულ თემატიკასთანდაკავშირებით. პირველ რიგში, ლარის გაცვლით კურსზე: ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ...

ბენზინის ამბოხება ირანში

ბენზინის ამბოხება ირანში
access_time2019-11-20 20:00:48
გასულ კვირას, როდესაც ირანის მოსახლეობა უქმე დღეებისთვის ემზადებოდა, მთავრობამ გამოაცხადა ახალი რეფორმის თაობაზე.საუბარია, ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ და ფეთქებადსაშიშ თემას - შეღავათებს საწვავზე.„შავ პარასკევამდე„ ყოველ ირანელს თვეში 250 ლიტრი ბენზინის შეძენა შეღავათიან ფასად - 10 000 რიალად შეეძლო, ხოლო ამ რაოდენობის ზევით საწვავის ფასი 3-ჯერ...

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს
access_time2019-11-20 17:30:54
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს წარუმატებელი და მატყუარა ხელისუფალი ქვეყნის მმართველობიდან. კითხვააზე პასუხი, ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში როგორ...

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს
access_time2019-11-20 18:45:08
„სვანეთში საბაგიროები ძალიან ხშირად ითიშება, შეიძლება აიყვანო ტურისტი და სულ ტყულად. სამთო-სათხილამურო კურორტზე ასე არ უნდა ხდებოდეს.“ - მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ მენეჯერი ლაშა ჯაფარიძე „კომერსანტთან“ იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობს, რასთან გამკლავებაც სეზონის მანძილზე სვანეთის მაღალმთიან რეგიონს უწევს. სვანეთში, კერძოდ სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზე 5 საბაგირო ფუნქციონირებს - 4 -ი სკამიანი საბაგირო და 1 ბიგელი. კურორტ ჰაწვალზე ორი 2-სკამიანი...


მსგავსი სიახლეები

up