„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებმა ქალები მომავლისათვის წარმომადგენლებთან ერთად 500 ძირი ნერგი დარგეს

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებმა ქალები მომავლისათვის წარმომადგენლებთან ერთად 500 ძირი ნერგი დარგეს

access_time2019-11-14 12:39:12

2019 წლის 12 ნოემბერს, შპს ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებმა, ორგანიზაცია ქალები მომავლისათვის წარმომადგენლებთან ერთად, ქარხნის ტერიტორიის მიმდებარედ, ქვედა საქარის თემში, 25 ათასი ძირის დარგვის აქციის ფარგლებში 500 ძირი ნერგი დარგეს.


კომპანია გამწვანების პროექტს ეტაპობრივად ახორციელებს. ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტში, აპრილში და ოქტომბერში თანაორგანიზატორებთან და მოხალისეებთან ერთად ალვის, კვიპაროსის, მწვანე იფანის და აკაციის ხეები დარგეს.


კომპანიის მიერ პარალელურად, ქარსაცავი ზოლის შემოღობვის სამუშაოები ჩატარდა.



აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში, ქარსაცავი ზოლი 4,5 კილომეტრის სიგრძის პერიმეტრს მოიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფეროშენადნობთა ქარხნისთვის, ისე მიმდებარე სოფლებისთვის. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებაა. – განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.








საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-03 13:15:58
3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.  აღსანიშნავია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up