„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი შუქრუთის მოვლენებზე: წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციის, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას

„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი შუქრუთის მოვლენებზე: წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციის, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას

access_time2020-02-21 18:47:49

„ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას“, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ლომინაძე გამოეხმაურა ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება-აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.


„5-თვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და მოსახლეობამ საბადოებამდე მისასვლელი გზები გადაკეტა. ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ხისტ ნაბიჯებს არ ვდგამთ და ველოდებით, რომ ყველაფერი გონივრულობას დაუბრუნდეს, ვინაიდან, თუკი უმოკლეს ვადებში არ მოხდება ე.წ. გადამაგრებით სამუშაოებზე მაღაროებში შესვლა, მაღაროები ჩამოიქცევა, მოხდება იმ ე.წ. ძარღვების დაკარგვა, სადაც მიმდინარეობს მოპოვება და საბადოს მიმართ დაიკარგება ინტერესი. იმის უფლება არ აქვს საქართველოს არცერთ მოქალაქეს, რომ საერთო საყოველთაო დოვლათს რისკი შეუქმნას. ჩვენ მოლაპარაკებების დროს, მოსახლეობას შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები როგორც ქალაქ ჭიათურაში, ისე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, ასევე, მზად ვიყავით, რომ განგვეხილა სხვა ალტერნატიული ფართები სხვადასხვა ქალაქში.


სოფელ შუქრუთში იყო სახლები, რომელზეც ჩვენ კომპენსაციის სახით, პირველ ეტაპზე, შევთავაზეთ არა 10 000, არ მინდა, გეგონოთ, რომ რაღაც კაპიკებზეა საუბარი, არამედ 45 000, 50 000, 70 000 ლარი, რაზეც უარი განაცხადეს. მერწმუნეთ, ამ თანხებად არა მარტო ჭიათურის მუნიციპალიტეტში, არამედ ადამიანი საქართველოს ბევრ რეგიონში მოახერხებს საცხოვრებელი ფართის შეძენას. რასაკვირველია, თბილისი, ვაკე, ვერა და ცენტრალური უბნები არ მაქვს მხედველობაში“, - განაცხადა ლომინაძემ.



მისივე თქმით, არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებით იყვნენ დაინტერესებულები.


„დღეის მდგომარეობით, ჭიათურაში ნამდვილად მოქმედებენ ცალკეული ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მიწების დაუფლებით და შემდგომ უკვე კომპენსაციების მოთხოვნით ამ მიწებში. რასაკვირველია, ეს პროცესი მიმდინარეობს კორუფციული სქემების გამოყენებით, რის შესახებაც უკვე ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და ისინი აწარმოებენ შესაბამის ქმედებებს.


თუ მოხდება იმ ნეგატიური ფაქტორების გათიშვა, ვგულისხმობ, იმ ჯგუფებს, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ნაკლებად არიან დაინტერესებული საზოგადოებრივი სიკეთით, თუ მოხდება ამ ჯგუფების ნეიტრალიზება მათი რადიკალიზმისა და არაკონსტრუქციულობის თვალსაზრისით, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს ვადაში ჩვენ მოსახლეობასთან მივაღწევთ შეთანხმებას“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up