„ჯორჯიან მანგანეზის“ მოლაპარაკება შუქრუთში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან კვლავ უშედეგოდ დასრულდა

„ჯორჯიან მანგანეზის“ მოლაპარაკება შუქრუთში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან კვლავ უშედეგოდ დასრულდა

access_time2020-03-20 23:55:32

მიმდინარე წლის 19 მარტს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მორიგი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც სოფელ შუქრუთის წარმომადგენლობა აქციის პირველივე დღიდან თავის თავზე აიღო, შეთანხმებაზე კიდევ ერთხელ უარი თქვა და კომპანიის მორიგების მორიგი პროექტი დაბლოკა.


„შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სურვილია, სოფელ შუქრუთის მაგალითზე, მოსახლეობასთან თანამშრომლობის მოდელი შექმნას, რომელსაც შემდგომ ყველა იმ სოფელზე გაავრცელებს, სადაც მოპოვებითი სამუშაოები იწარმოება ან იგეგმება, რომლითაც საწარმოსა და მოსახლეობას შორის ურთიერთ-სასარგებლო საპარტნიორო თანაარსებობის პრაქტიკას შექმნის.



ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ მისი ოპერირების პერიოდში სოფელ შუქრუთში უშუალოდ დასახლებულ ტერიტორიებზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები არ უწარმოებია და არც ამჟამად აწარმოებს, რაც დოკუმენტურადაც დასტურდება. შესაბამისად, სოფელში არსებული სახლების დაზიანებაზე მას უშუალო პასუხისმგებლობა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, კომპანია მკაფიოდ იაზრებს თავის სოციალურ მნიშვნელობას და იმ მძიმე პირობებს, რომლის წინაშეც დღეს სოფელ შუქრუთის მოსახლეობა დგას და მზად არის პრობლემის გადაჭრის გზა ერთობლივი შეთანხმებით გამოძებნოს.


ბოლო შეხვედრაზე ასეთ გზად „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ერთგვარი საპარტნიორო ფონდის შექმნა დაასახელა, რომელიც ამა თუ იმ ზეგანზე მადან-მოპოვების მიხედვით ერთიანი პრინციპით დაფინანსდება. აღნიშნულ ფონდს, სოფლის მოსახლეობა თავისი ნებითა და არჩევანით ერთპიროვნულად განკარგავს.



სამწუხარო ფაქტია, რომ სოფელ შუქრუთში მიმდინარე უწყვეტმა საპროტესტო აქციებმა, საწარმოო პროცესი გაჩერებამდე მიიყვანა და კომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო, ასევე რისკის ქვეშ დააყენა მისი შემდგომი ოპერირება, საფრთხე შეუქმნა ათასობით ადგილობრივის სამუშაო ადგილს და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკა სერიოზული დაბრკოლების წინაშე დააყენა. შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაზიანებული სახლების კომპენსაციის მოთხოვნით ა.წ. 17 თებერვლიდან გადაკეტა. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოები მათ ზიანს აყენებს.


შუქრუთში საპროტესტო აქციამ კომპანიის საწარმოო პროცესის შეჩერება გამოიწვია. ამ დრომდე ბლოკირებულია და არ ფუნქციონირებს კომპანიის მფლობელობაში არსებული 9 მაღარო, შეჩერებულია მადნის მოპოვებითი და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამუშაოები. რაც შეეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიებს, სადაც კომპანია ოპერირებს, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ გასულ წლებში მოსახლეობისთვის სხვადასხვა ფაქტორით მიყენებული ზიანის გამო, მილიონობით ლარის კომპენსაცია უკვე აქვს გაცემული. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ მისი მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, ამ ეტაპზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან დიალოგის ყველა რესურსი ამოწურა. ამ სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, კომპანია მისი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით თავის სამოქმედო გეგმას ამუშავებს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.


ცნობისთვის, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი და დამსაქმებელია. მთლიან ექსპორტში მისი პროდუქციის წილი 6%-ია და ამ მაჩვენებლით, საქართველოში ის სიდიდით მეოთხე კომპანიაა. ის დღეს 5500 საშტატო თანამშრომელსა და ქვეკონტრაქტორ კომპანიებში 2000-მდე დასაქმებულ პირს აერთიანებს“,  აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up