„ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივითა და Georgian Climbers Club-ის ორგანიზებით, სვერში ცოცვის ფესტივალი გაიმართება

„ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივითა და Georgian Climbers Club-ის ორგანიზებით, სვერში ცოცვის ფესტივალი გაიმართება

access_time2020-08-27 20:43:12

„ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივითა და Georgian Climbers Club-ის ორგანიზებით, სვერში ცოცვის ფესტივალი გაიმართება.


როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, ღონისძიებას 29-30 აგვისტოს სვერის სათავგადასავლო ბანაკი უმასპინძლებს. ბანაკი აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, ხის კოტეჯებით, საკარვე ადგილებით, მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეებით, საპიკნიკე, საკოცონე, სამზარეულო, სასადილო და საშხაპე ზონით, ასევე, საჭირო სპორტული ინვენტარით.


ბანაკში პროფესიონალი გიდების დახმარებით, ყველა პირობაა შექმნილი კლდეზე ცოცვისთვის, ასევე, შესაძლებელია, ველოტურის დაგეგმვა, რაფტინგი, კანიონინგი, ლაშქრობა, ისტორიული ადგილების მონახულება და სხვა.


ფესტივალის მიზანია მეკლდეურობის, როგორც ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ფესტივალი ასევე, მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციას. ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა როგორც პროფესიონალ მეკლდეურებს, ასევე, მოყვარულებს შეეძლებათ.



„ბანაკში შესაძლებელია კლდეზე ცოცვა, ასევე, ტბის ტური, კანიონინგი, მღვიმის ტურები, ლაშქრობა, ველოტურები. ფესტივალს “ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით ვმართავთ, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ამ კომპანიის დახმარებით, ფესტივალზე სპეციალური პრიზები დავაწესეთ”,- აღნიშნა სვერის სათავგადასავლო ბანაკის დამფუძნებელმა ლევან გოგოლაძემ.


აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე სრულად იქნება დაცული COVID19-თან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ბანაკი აღჭურვილია თერმოსკრინინგით, სადეზინფექციო საშუალებებით, გამაფრთხილებელი ნიშნულებითა და დეზობარიერებით.


ექსტრემალური სპორტის სახეობის - მეკლდეურობის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, “ჯორჯიან მანგანეზი” უკვე წლებია როგორც ფინანსურ, ასევე, სხვა სახის მხარდაჭერას უცხადებს ადგილობრივ მეკლდეურებსა და მოყვარულ სპორტსმენებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up