„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკვერის განახლება დაიწყო

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკვერის განახლება დაიწყო

access_time2018-11-09 12:20:18

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკვერი განახლდება. „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სკვერისთვის ახალი იერსახის მისაცემად გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „გილსმა“ გაიმარჯვა და უკვე კონცეფციაც შეიმუშავა. 


სარეკრეაციო სივრცის პროექტირებისას, შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა, გამოეყენებინა წლების წინ არსებული მონუმენტური კომპლექსისგან დარჩენილი დეტალები: გიორგი ნიკოლაძის გორელიეფური გამოსახულება და მადნის სადნობი ციცხვი, რომელთაც ახალ სიცოცხლეს მიანიჭებდა.


კომპანია „გილსის“ დირექტორის, მოქანდაკე ლევან სალუქვაძის თქმით, მათ კონცეპტუალურ საფუძვლად სამყაროს ხუთი ელემენტისგან შედგენის იდეა შეარჩიეს. თითოეული მათგანი სკვერში სიმბოლურადაა წარმოდგენილი: მიწა - მწვანე ნარგავები; წყალი - აუზი და შადრევანი; ჰაერი - ბეტონი; ცეცხლი - წითელი დეკორატიული ელემენტები; ეთერი - ადამიანის შემოქმედებითი გონის სიმბოლო, გიორგი ნიკოლაძის ძეგლი.


„რადგან ბეტონი ჰაერის ელემენტის ალეგორიად მივიჩნიეთ, მისი სამი ფერი - შავი, რუხი და თეთრი გარემოს დაბინძურებისგან გაწმენდას გამოხატავს და საწარმოს პოლიტიკას აღნიშნავს“, - განმარტავს ლევან სალუქვაძე და აცხადებს, რომ კონცეფციის შემუშავებაში მთელი კომპანია ჩაერთო.


მოქანდაკე მიესალმება საკითხისადმი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიდგომას და ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების კონკურსის შედეგად მიღება სწორი ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, სალუქვაძეს მიაჩნია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ზრუნავს საკუთარი ტერიტორიის გარეთ მდებარე ობიექტების იერ-სახეზე, რითაც სამწუხაროდ საქართველოში სხვა ბევრი საწარმო არ გამოირჩევა.
რაც შეეხება თავად კომპანია „გილსს“, ის 2006 წელს დაარსდა და დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვა. მათ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს და მრავალ საერთაშორისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, სადაც მოიპოვეს სხვადასხვა ჯილდო თუ საერთაშორისო პრემია.



კომპანიაში თვლიან, რომ ზემოხსენებული არეალის ასეთი გადაწყვეტა მას გამოარჩევს და ქალაქის იერსახის მომავალი განვითარებისთვის ჯანსაღი სტიმული იქნება.


ნიკოლოზ ჩიქოვანი, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი:


„დიდია გიორგი ნიკოლაძის წვლილი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დაარსებაში. ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის 130 წლის იუბილეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სკვერის განახლების პროექტით გამოეხმაურა. სკვერის განახლების სამუშაოები უკვე დაწყებულია და უახლოეს ხანში ზესტაფონელებს ახალი სკვერი ექნებათ, რაც ქალაქს ახლებურ იერსახეს შესძენს. ამასთან, ჩვენ გვაქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამის საფუძველზე, როგორც ზესტაფონში, ისე ჭიათურაში უკვე არაერთი პროექტი გვაქვს დაწყებული და უკვე განხორციელებული. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტები პრიორიტეტულია და მოხარული ვარ, რომ მალე შევძლებთ ზესტაფონს ახალი რეკრეაციული ზონის სახით ეს საჩუქარი გავუკეთოთ“.









ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up