„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, გარემოსდაცვითი პროექტი - „გაამწვანე მომავალის“ მორიგი აქცია გაიმართა

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, გარემოსდაცვითი პროექტი - „გაამწვანე მომავალის“ მორიგი აქცია გაიმართა

access_time2020-07-08 11:46:02

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, გარემოსდაცვითი პროექტი - „გაამწვანე მომავალის“ მორიგი აქცია გაიმართა, აღნიშნული გამწვანების კამპანია სექტემბერში დასრულდება. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.


კამპანია ზესტაფონში, ქვემო საქარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქარსაცავი ზოლის აღდგენას ისახავს მიზნად, რისთვისაც 5000 ცალი იფანის ჯიშის ხის ნერგის შეძენა მოხდა.


გარემოსდაცვითი პროექტი 2019 წლის 31 ოქტომბერს, ზესტაფონში, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით დაიწყო, რაც რეგიონში 25 ათასამდე ხის დარგვას ითვალისწინებს.


კამპანიის ფარგლებში, 5 500 ერთეული იფანისა და აკაციის ნერგი, როგორც ფეროშენადნობთა ქარხნის, ასევე 18 სოფლის 26 სკოლისა და 48 საბავშო ბაღის ტერიტორიაზე უკვე დაირგო.


გამწვანების აქციას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე შეუერთდნენ, რომლებსაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა და „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორმა ირაკლი ნოზაძემ უმასპინძლეს.



ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე ახალი, 22.5 მეგავატიანი ღუმელი და წიდების დახარისხების უბანში დასრულებული მშენებლობა მოინახულეს.


მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, პანდემიის შედეგად გამოწვეული საწარმოო და მსოფლიო ბაზარზე არსებული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, მზად არის საქართველოს რეგიონებში, სადაც ის ოპერირებს (ზესტაფონი, ჭიათურა), სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკა ზედმიწევნით განახორციელოს, ასევე აქტიურად ჩაერთოს ყველა იმ პროექტსა და აქტივობაში, რაც საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ხელს შეუწყობს.










რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა
access_time2021-08-02 16:00:48
საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი. EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ...

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი
access_time2021-08-02 13:00:52
„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“,...


მსგავსი სიახლეები

up