„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა

„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა

access_time2019-06-13 14:50:50

შპს ჯორჯიან მანგანეზის კუთვნილი სამგზავრო საბაგიროების ტექნიკური შემოწმება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. 


კომპანიამ შესაბამისი ინსპექტირება სერტიფიცირებულ, კვალიფიციურ ორგანიზაციას დაუკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წლების განმავლობაში საკუთარი რესურსით ახორციელდება სამგზავრო საბაგიროების მოვლა-პატრონობას, აუცილებელ სარემონტო სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებებს, ექსპერტთა მიერ შედგენილმა დასკვნამ ცხადყო, რომ მოწყობილობების სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარულ (ვიზუალურად უხილავი) დეფექტებს (ბზარები, ცვეთა, წყვეტა და ა.შ.).


შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ დამატებით ჩაატაროს ინსტრუმენტული შემოწმება (დეფექტოსკოპია), რათა სრულად შეისწავლოს ყველა ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს მოწყობილობების უსაფრთხო მუშაობაზე.


ამასთან, სანამ კომპანია არ დარწმუნდება, რომ სამგზავრო საბაგიროების მოწყობილობები საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, კომპანია აჩერებს თერთმეტივე სამგზავრო საბაგიროს მუშაობას. დამატებითი კვლევის ჩატარება დაახლოებით 20-25 დღეს საჭიროებს.



გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქალაქ ჭიათურაში არსებული საბაგიროები მოსახლეობის, მათ შორის კომპანიის თანამშრომლების გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, კომპანიამ მოძებნა გზა, რომლითაც გარდამავალ პერიოდში მათი ალტერნატიული ტრანსპორტით უფასოდ უზრუნველყოფა მოხდება.


აღნიშნულთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა" მოლაპარაკებები აწარმოა სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელმაც ავტომანქანები უკვე გამოყო და მომსახლეობის მოემსახურება დაიწყო. კომპანიამ, ასევე, საქმის კურსში ჩააყენა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაც და ითხოვა სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებისათვის სამუშაო შეხვედრის ორგანიზება.


აღსანიშნავია, რომ ჭიათურის 11 საბაგირო „ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაშია და ის წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.







არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება

არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება
access_time2019-09-19 22:40:22
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი...

2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...


მსგავსი სიახლეები

up