26 იანვარს „ჯორჯიან მანგანეზის“ ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019-ის“ ფინალი  გაიმართება

26 იანვარს „ჯორჯიან მანგანეზის“ ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019-ის“ ფინალი გაიმართება

access_time2020-01-24 14:37:46

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019-ის“ ფინალი 26 იანვარს გაიმართება. პროექტის საბოლოო, მესამე ეტაპს ზესტაფონი უმასპინძლებს. ინფორმაცია „კომერსანტს“ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოაწოდა.


როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფინალურ შეხვედრაზე გუნდების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, სადაც კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჟიური 7 პროექტიდან 3 საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს. „ეკოლოგიკა 2019-ის“ მიზანი საკუთარი სკოლის ბაზაზე არსებული ეზოს გამწვანება და განახლებული პროექტის წარდგენა-განხორციელებაა.


„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი 12 000 ლარს შეადგენს, რომელიც ასე გადანაწილდება:


I ადგილი - 5000 ლარი;
II ადგილი - 4000 ლარი;
III ადგილი - 3000 ლარი.



პროექტის მესამე დასკვნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური ჟიური: ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერები გივი მოდებაძე და გიორგი გოგლიჩიძე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ჭიათურის საპატიო მოქალაქე გიორგი დვალაშვილი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.


პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ გასული წლის 25 სექტემბერს „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით საზეიმოდ გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა. გახსნის ღონისძიება ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელშიც ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 70-მდე საჯარო სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.


პირველ ეტაპზე, ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაში - „რა? სად? როდის?“ საბუნებისმეტყველო საგნების თემაზე შექმნილი კითხვებით ჩატარდა. თამაში 2-ნაწილიანი იყო, პირველ ეტაპზე 15 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, ხოლო მეორე ეტაპზე - შვიდი, 5 ჭიათურისა და 2 ზესტაფონის.


მეორე ეტაპზე პირველ ეტაპში გამოვლენილმა 7-მა გამარჯვებულმა გუნდმა, პროექტის მომზადების მიზნით, 3-დღიანი სპეციალიზებული ტრენინგი გაიარა, რაც საქართველოს ბიბლიოთეკების გაერთიანებული ასოციაციის წამყვანმა კვალიფიცირებულმა ტრენერ-სპეციალისტმა რუსუდან ასათიანმა უზრუნველყო. „ეკოლოგიკის“ ფარგლებში მოზარდებმა პროექტი სკოლის ეზოს გამწვანების თაობაზე მოამზადეს.


„ეკოლოგიკა 2019-ის“ მხარდამჭერები არიან ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ინტელექტუალური გუნდი „რა? სად? როდის?“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up