„ჯორჯიან მანგანეზის“ ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ დასრულდა

„ჯორჯიან მანგანეზის“ ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ დასრულდა

access_time2020-01-27 14:26:32

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ დასრულდა.


პროექტის ფინალი ზესტაფონში გაიმართა. ფინალურ შეხვედრაზე ზესტაფონისა და ჭიათურის IX-XI კლასებისგან შემდგარი გუნდების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია ჩატარდა.


კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 7 პროექტიდან 3 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა.


პროექტში გამარჯვებულები არიან: I ადგილი - ჭიათურის #2 საჯარო სკოლა, II ადგილი - ზესტაფონის #4 საჯარო სკოლა და III ადგილი ჭიათურის კაცხის საჯარო სკოლა.


„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი 12 000 ლარს შეადგენს, რომელიც ასე გადანაწილდა:
I ადგილი - 5000 ლარი;
II ადგილი - 4000 ლარი;
III ადგილი - 3000 ლარი.


„მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტმა კარგი გამოხმაურება პოვა. ეკოლოგიკის“ პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ ახალ თაობას ცოდნის გაღრმავებაში დაეხმაროს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მუდმივად მზად არის, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში განახორციელოს.


„ეკოლოგიკაში“ აქტიურად არიან ჩართულები როგორც ზესტაფონის, ისე ჭიათურის მოსწავლეები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით დაინტერესება საკმაოდ დიდია. ორივე რეგიონის სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სტიმულს გვაძლევს, რომ პროექტი სამომავლოდ მეტად განვითარდეს “, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თემურ ხონელიამ.


პროექტის მესამე, დასკვნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სპეციალური ჟიური: ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერები გივი მოდებაძე და გიორგი გოგლიჩიძე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ჭიათურის საპატიო მოქალაქე გიორგი დვალაშვილი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.


„ეკოლოგიკა 2019-ის“ მიზანი საკუთარი სკოლის ბაზაზე არსებული ეზოს გამწვანება და განახლებული პროექტის წარდგენა-განხორციელებაა. პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ გასული წლის 25 სექტემბერს, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, საზეიმოდ გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა. გახსნის ღონისძიება ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელშიც ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 70-მდე საჯარო სკოლის IX-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.


პირველ ეტაპზე ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაში - „რა? სად? როდის?“ საბუნებისმეტყველო საგნების თემაზე შექმნილი კითხვების მიხედვით ჩატარდა. თამაში 2-ნაწილიანი იყო, პირველ ეტაპზე - 15, ხოლო მეორე ეტაპზე 7 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა - 5 ჭიათურისა და 2 ზესტაფონის.


მეორე ეტაპზე პირველ ეტაპში გამოვლენილმა 7-მა გამარჯვებულმა გუნდმა, პროექტის მომზადების მიზნით, 3-დღიანი სპეციალიზებული ტრენინგი გაიარა, რაც საქართველოს ბიბლიოთეკების გაერთიანებული ასოციაციის წამყვანმა კვალიფიცირებულმა ტრენერ-სპეციალისტმა რუსუდან ასათიანმა უზრუნველყო. „ეკოლოგიკის“ ფარგლებში მოზარდებმა პროექტი სკოლის ეზოს გამწვანების თაობაზე მოამზადეს.


„ეკოლოგიკა 2019-ის“ მხარდამჭერები არიან ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ინტელექტუალური გუნდი „რა? სად? როდის?“.











დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ
access_time2020-02-21 16:29:38
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და მისი წევრი 37 კლინიკა  პრემიერს წერილს უგზავნის. განცხადების ტექსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება:საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების...

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება
access_time2020-02-21 15:15:09
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას...

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“
access_time2020-02-21 16:10:21
„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.    „გვახსოვს ყველას, რომ 2018 წლის დეკემბერში „ფონდმა ქართუმ“ პრობლემური აქტივების შეძენა გადაწყვიტა და მოსახლეობას სესხები გაუნუნლა. მონაცემები აღბეჭდილი იყო vali.ge-ზე, მაგრამ დღესდღეობით საიტი აღარ...

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია
access_time2020-02-21 14:45:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამით ქუთაისს განვითარების შანსი ერთმევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია. „რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი,...


მსგავსი სიახლეები

up