„ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი აცხადებს, რომ სატვირთო ავტომობილების ნაცვლად, ტვირთს რკინიგზით გადაიტანენ

„ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი აცხადებს, რომ სატვირთო ავტომობილების ნაცვლად, ტვირთს რკინიგზით გადაიტანენ

access_time2019-05-24 21:00:28

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, რომ სატვირთო ავტომობილების ნაცვლად, ტვირთს რკინიგზით გადაიტანენ.

 

როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, დაწყებულია ასევე ქალაქის მერიასთან ერთად რამდენიმე პროექტი, რომელიც ჭიათურის დასუფთავებას შეუწყობს ხელს.

 

„პირველ რიგში მსურს, მივმართო ჭიათურის მოსახლეობას, გავიგე, პედაგოგებს დაუყენებიათ საკითხი ქალაქის დაბინძურებასთან დაკავშირებით. ვიტყვი, რომ სატვირთო მანქანებით გადაადგილება ჭიათურაში აღარ იქნება. დამთავრებულია ეს პროექტი. სამუშაოები დაწყებულია და ტვირთის გადაზიდვა მოხდება სულ რკინიგზით.

 


მეორე საკითხია ქალაქის დასუფთავება. ვიცი, რომ მერიაც აპირებს ამ სამსახურის გაძლიერებას. „ჯორჯიან მანგანეზი“ მხარში დაუდგება, შეიძენს ტექნიკას და ყოველდღიურ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში.

 

კვების საკითხზე ვიტყვი, რომ გადაწყვეტილია და ამაზე უკვე გვითქვამს. ამასტან ჩვენ სადაზღვევო კომპანიასთან ახალი პაკეტი უნდა შევიმუშაოთ, თუმცა ვთვლით, რომ ეს პაკეტიც ძალიან კარგი გვაქვს. დაზღვეული გვყავს 14 ათასი ადამიანი, თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. თუ შევძლებთ რამეს აქაც გავაკეთებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის თქმით, რაც შეეხება ხელფასების საკითხს, საჭიროა მხარეთა სამუშაო ფორმატში მოლაპარაკებების გამართვა.

 

„ხელფასების ზრდაზე გავაკეთეთ უკვე განცხადებები, ეს არ არის ადვილი საკითხი. ეს არის დასაჯდომი, დასათვლელი, რასაც ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაკეთებთ, მაგრამ მათ გარეშე, თუ არ დავსხედით, სამუშაო ჯგუფი არ შევქმენით, ვერ შევძლებთ. ახლა საჭიროა ცოტა გაციება გონების, დაჯდომა და მოლაპარაკება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up