„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

access_time2020-03-03 17:56:00

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.



„ჯორჯიან მანგანეზმა“ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთები გამოძიების დაწყების თხოვნით სამართალდამცავ სტრუქტურებს ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გადაუგზავნა.



როგორც 2019 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის ტერიტორიაზე, მოტყუებით, ყალბი რეგისტრაციით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს შვიდი პირი, ხოლო სოფელ შუქრუთში იგივე ქმედების გამო, 2020 წლის 27 თებერვალს კიდევ ორი პირი დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულმა პირებმა ჭიათურის სოფელ შუქრუთში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების უბნის „დევიძეების 1“-ის ზედაპირზე, სადაც მანამდე არანაირი კერძო საკუთრება არ ფიქსირდებოდა, მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს და კომპანიას კომპენსაციები მოსთხოვეს.




„ჯორჯიან მანგანეზმა“, დანაშაულის შემცველი მონაცემები გამოძიებას ჭიათურის სხვა სოფლების მიწის ნაკვეთებზეც გადაუგზავნა - პერევისაში, დარკვეთსა და სხვა ტერიტორიებზე. რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ერთდროულად ორი უწყება აწარმოებს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„ჯორჯიან მანგანეზი“ მაქსიმალურად ცდილობს, მანგანუმის მოპოვება დაუსახლებელ სალიცენზიო ტერიტორიაზე წარმართოს, რათა მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს, თუმცა, როგორც გამოძიების შედეგად დადასტურდა, პირთა ჯგუფი სამუშაოთა არეალში ზიანს ხელოვნურად ქმნის: სახელმწიფო მიწის ნაკვეთებს გაყალბებით ირეგისტრირებს და შემდეგ კომპენსაციის გამოძალვას იწყებს.



ამ დანაშაულებრივი სქემის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი კითხვაც, ხომ არ უშლის დანაშაულებრივი ჯგუფი შუქრუთის მოსახლეობას და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმებას ზიანის კომპენსირებაზე, რადგან არსებობს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს მიერ შეთავაზებული სამართლიანი კომპენსირების სქემა, შეთანხმების მიღწევა კი მაინც ვერ ხერხდება და მეორე კვირაა გადაკეტილი რჩება კომპანიის მაღაროები.



„ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს შუქრუთის მოსახლეობას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და კომპანიასთან ინდივიდუალური შეთანხმებები ურთიერთშეჯერებული და სამართლიანი პირობებით გააფორმოს, რომელთაც კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით: 1. მხარეები აღიარებენ ჩამოქცევის ზონების, როგორც მოცემულობის არსებობას; 2. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ ქონებისადმი მიყენებული ზიანი, რომელიც არსებულ ჩამოქცევის ზონებში ექცევა, სადაც კომპანია მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს ან სამომავლოდ განახორციელებს; 3. კომპანია განსაზღვრავს მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიასა და გეგმა-გრაფიკს; 4. ქონება შეფასდება მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებით; 5. მოსახლეობასთან ზიანის ანაზღაურების საკითხზე გაფორმდება ინდივიდუალური შეთანხმებები.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up