ჯორჯიან მანგანეზი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის – დარგის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან

ჯორჯიან მანგანეზი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის – დარგის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან

access_time2016-01-12 16:13:04

მძიმე მრეწველობის დარგში მიმდინარე მოვლენებს ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ეხმაურება.


როგორც ცნობილი გახდა, მანგანუმის მომპოვებელი და ექსპორტიორი კომპანია ჯორჯიან მანგანეზი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სრულ რეჟიმს 20 მაისს დაუბრუნდება. ამ პერიოდში, საწარმოში ყველა დასაქმებულს სამუშაო ადგილი, არსებული სატარიფო განაკვეთის 60%, სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტი და არსებული სხვა შეღავათები უნარჩუნდებათ. კომპანიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალმა მოთხოვნამ, ჯორჯიან მანგანეზის მიერ მოპოვებული მადნის ჭარბმა მარაგებმა და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციურმა პროცესებმა განაპირობა. 

 

„ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ჩვენი თანამშრომლების გულისტკივილს, თუმცა გვწამს, რომ დღესდღეობით ეს ერთადერთი გონივრული გზაა კომპანიის ქმედითურიანობის შესანარჩუნებლად”, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორმა ვოლოდიმერ ლოზინსკიმ.


 

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯამში 3200 დასაქმებულს ეხება.

 

დარგში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აკეთებს. 


,,მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისი უკვე აისახა ქართულ წარმოებაზე. კერძოდ, მსოფლიოს ბაზარზე კონკურენტუნარიანობა დაბალ თვითღირებულებას გულისხმობს. ფეროშენადნობი პროდუქციის თვითღირებულების ძირითადი დანახარჯი ელექტროენერგიის საფასურია. საქართველოში კი ელექტროენერგიის ტარიფი 41%–ით გაიზარდა, რაც რა თქმა უნდა დარგზე უკვე აისახა. ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, შედგა რამდენიმე შეხვედრა. ახლა ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს დარგის ხელშეწყობისა და გადარჩენის მიზნით,” - აცხადებს სულხან ხვედელიძე.



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up