„ჯორჯიან მანგანეზი“ : ჭიათურაში შექმნილ ვითარებაში, შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ

„ჯორჯიან მანგანეზი“ : ჭიათურაში შექმნილ ვითარებაში, შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ

access_time2019-05-25 19:20:51

„ჭიათურაში შექმნილი ვითარების განმუხტვაში შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ, - ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.


ამასთან, როგორც მან განმარტა, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირი სახალხო დამცველს უკვე შეხვდა. მისივე განმარტებით, ჭიათურაში შექმნილი სიტუაციის დასტაბილურების მიზნით, შეხვედრები სხვადასხვა ასოციაციის წარმომადგენლებთანაც იგეგმება. „ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა სახალხო დამცველს კომპანიასთან დაკავშირებით დასმულ ყველა შეკითხვაზე ინფორმაცია მიაწოდა.



„აუცილებელია, რომ ომბუდსმენს სიტუაციის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობა მიეცეს. ჩვენ მივმართავთ ყველა ხერხს და იმედს ვიტოვებთ, რომ გამოიძებნება გზები, რითაც გაფიცულებთან დიალოგი და დისკუსია დაიწყება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უფლებადამცველების როლი აქ უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს მერაბ ლომინაძე. ამასთან, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი ჭიათურაში გაფიცულ ყველა თანამშრომელს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს. „კიდევ ერთხელ, მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენ თანამშრომელს, ყველა ჩვენ კოლეგას, რომელიც დღეს არის გაფიცული, რომ შეწყვიტონ ზიანის მიყენება ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი კომპანიისთვის, მუნიციპალიტეტისთვის და პირველ რიგში, ქვეყნისთვის. დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, გავმართოთ მოლაპარაკებები და ერთობლივი ძალისხმევით, აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჭიათურაში დაგროვდა“, - აღნიშნა მერაბ ლომინაძემ. შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროელები, ხელფასის მომატების მოთხოვნით, მეთერთმეტე დღეა აქციებს მართავენ. ბოლო რამდენიმე დღეა, მათ შიმშილობა დაიწყეს. გუშინ აქციის მონაწილეებთან საქართველოს სახალხო დამცველი - ნინო ლომჯარია ჩავიდა და მაღაროელებს დახმარებას დაჰპირდა.





მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up