„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს სტიპენდიას დაუნიშნავს

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს სტიპენდიას დაუნიშნავს

access_time2020-09-04 17:20:24

„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, კომპანიისგან სტიპენდია დაენიშნებათ. აღნიშნული ინფორმაცია ჭიათურის სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, კომპანიის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა. ინფორმაციას "ჯორჯიან მანგანეზი"  ავრცელებს. 


მან პედაგოგებისგან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით სკოლების დღის წესრიგში დგას და მოზარდებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს.


საუბარი ასევე შეეხო, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, რომელიც ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.


შეხვედრაზე პროექტ „ეკოლოგიკა 2019“-ზე ისაუბრეს, შეფასდა გასული სეზონი და მოხდა ეკოლოგიკა 2020“-ის დაანონსება.




სკოლის დირექტორებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეიკრიბება და კომპანიის ხელმძღვანელობას მოზარდების საჭიროებების შესახებ მოუთხრობს.



სკოლების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე და იმ შესაძლო პროექტებზე, რომელიც გვინდა და გვაქვს სურვილი რომ ერთად განვახორციელოთ, მათ შორის, იქნება ეს სხვადასხვა სახის წრეებისა თუ სპორტული კლუბების ჩამოყალიბება. შევჯერდით, რომ სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და უკვე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დავსახავთ. ასევე, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გადაწყვიტა, რომ დააფინანსოს 4 წარმატებული აბიტურიენტი და მათ მთელი წლის განმავლობაში დაენიშნებათ სტიპენდია. ვფიქრობ, ეს ფაქტი მათ წაახალისებს. პედაგოგებმა გაგვიზიარეს, რომ გასაძლიერებელია სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებითაც ზოგად იდეაზე შევჯერდით, რომელსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად დავხვეწავთ და ქალაქში სხვადასხვა სახის სპორტულ წრეებს ჩამოვაყალიბებთ. ვფიქრობ, რომ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ სხვა მრავალ აუცილებლობასაც დააყენებს დღის წერიგში, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით ძალიან წარმატებით გადავლახავთ“,- განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.





შეხვედრა ჭიათურასა და მის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დირექტორებთან ადგილობრივ რესურსცენტრში გაიმართა და ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up