Georgian Airways გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი თანამდებობიდან წავიდა - ინფორმაცია „კომერსანტს“ ავიაკომპანიაში დაუდასტურეს

Georgian Airways გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი თანამდებობიდან წავიდა - ინფორმაცია „კომერსანტს“ ავიაკომპანიაში დაუდასტურეს

access_time2019-02-27 17:45:14

Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის გივი დავითაშვილის თანამდებობიდან წასვლა „კომერსანტს“ ავიაკომპანიაში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გივი დავითაშვილი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ხელმძღვანელის მოადგილედ ინიშნება, თუმცა ამ ფაქტს Georgian Airways-ში ჯერჯერობით არ ადასტურებენ. კომპანიაში ამჟამად ასევე ვერ ასახელებენ, მომავალში ვინ დაიკავებს კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას.

„გივი დავითაშვილის კომპანიიდან წასვლას ვადასტურებთ, თუმცა მის მომავალ სამუშაო ადგილთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. ვინ გახდება კომპანიის გენერალური დირექტორი, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი,“ - განუცხადეს „კომერსანტს“ Georgian Airways-ში.  

ამჟამად ცნობილია ის, რომ დროებით გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებელად რობერტ ოგანესიანი დაინიშა, რომელიც კომპანიაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებს.

ცოტა ხნის წინ  სააგენტო avianews -ი იტყობინებოდა, რომ გივი დავითაშვილი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ  ინიშნება. ამ ფაქტს თავად სააგენტოში არ ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ მოადგილის შერჩევა კონკურსით მიმდინარეობდა.

ლიკა გურაბანიძე

კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?

კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?
access_time2019-04-25 20:30:24
24 აპრილს ვლადიმერ პუტინმა  ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესებით დარიგების თაობაზე. დადგენილებაში ნათქვამია, რომ განაცხადების განხილვის პროცედურა  3 თვემდე შემცირდა და წესები იქნება გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე ჩვეულებრივად - მოქალაქეობის მისაღებად არ იქნება აუცილებელი სპეციალური გამოცდის ჩაბარება და რუსეთში 5 წლის მანძილზე...

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
access_time2019-04-25 19:30:07
გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი გაერთიანდებაზე ვერ შეთანხმდა. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები. როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები. გერმანიის ხელისუფლება, რომელიც...

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

access_time2019-04-25 17:30:28
უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით...

მსგავსი სიახლეები

up