„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი იმ სავარაუდო მიმართულებებს ასახელებს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეებს ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანენ

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი იმ სავარაუდო მიმართულებებს ასახელებს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეებს ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანენ

access_time2020-03-20 16:50:11

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია იმ სავარაუდო მიმართულებებს ასახელებს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების ჩარტერული რეისებით ჩამოყვანა მოხდება. მისი თქმით განიხილება ვენა, პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი და ბარსელონა, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.


„საქართველოს მთავრობის მითითებით, „ჯორჯიან ეარვეისი დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით ჩვენი მოქალაქეების ჩამოსაყვანად ევროპის ქვეყნებიდან. აგრეთვე გვინდა აღნიშნოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ მზად არის ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნა და ხელშეწყობა. ასევე კომპანია მზად არის, ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული ავიარეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.


„ჯორჯიან ეარვეისი” პრესასა და საზოგადოებას ოპერატიულად მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა ჩარტერული რეისები შესრულდება და რა დროს. აგრეთვე გაცნობებთ, თუ ახალი განკარგულება იქნება საქართველოს მთავრობისგან, როგორც იტალიის შემთხვევაში მოხდა, მთავრობამ შეგვიკვეთა ჩარტერული რეისი, ჩვენ არ გაგვიყიდია ბილეთი, არ აგვიღია ერთი კაპიკი, ხარჯი დაიფარა თვითმფრინავის, ჩავფრინდით და ჩამოიყვანეს, იგივე ფორმატში, მზად ვართ 24 საათის განმავლობაში განვახორციელოთ ნებისმიერი რეისი. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ მთავრობის მითითებით ვაუქმებთ დროებით რეგულარულ ავიამიმოსვლას და შევასრულებთ მთავრობის დავალებით, ხელშეწყობითა და უზრუნველყოფით ჩარტერულ რეისებს, სადაც მიგვითითებს მთავრობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს, სად არის ყველაზე უფრო დიდი მოთხოვნილება ჩვენი მოქალაქეების, რომ უზრუნველვყოთ მათი ჩამოყვანა.
სავარაუდო მიმართულებებზე მუშაობა ჯერ მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მაგრამ ალბათ, ეს იქნება ვენა, პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი. განიხილება ბარსელონაც. მაგრამ აღვნიშნავ, რომ ეს დამოკიდებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებასთან და ეკონომიკის სამინისტროს მზადყოფნასთან, უზრუნველყოს ჩარტერული რეისების შესრულება”,
- აღნიშნა ბოკერიამ.


მისივე თქმით, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია იძულებულია თანამშრომლების 95% უვადო, უხელფასო შვებულებაში გაუშვას.



„მაქსიმალურად შევეცდებით, მობილიზება გავუკეთოთ სახსრებს და ფინანსურ შემოსავლებს, იმისთვის, რომ ჩვენი პროფესიონალები არ დაიკარგონ, არ დაიკარგოს ის ხალხი, რომელიც 27 წლის განმავლობაში ამ ინდუსტრიას ემსახურება და არიან მაღალი დონის პროფესიონალები. მაქსიმალურად ვეცდებით ყველა სხვა ხარჯი შევკვეცოთ და ეს ხალხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში დავაბრუნოთ უკან. კომპანიას ფინანსურად აქვს ძალიან დიდი ზარალი, ისევე როგორც მთელს ინდუსტრიას და მთელს მსოფლიოს. ზარალი ჯერ შეფასებული და დათვლილი არ გვაქვს, მაგრამ 10 მილიონობით დოლარის ფარგლებშია”, - აცხადებს ბოკერია.


ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს.


წყარო: ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up