ჯორჯ სოროსი: დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება

ჯორჯ სოროსი: დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება

access_time2020-08-13 23:25:30

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება.


„შეერთებულ შტატებშიც კი ტრამპის მსგავსი თვითმარქვია შეიძლება არჩეული იყოს პრეზიდენტად და ძირს უთხრიდეს დემოკრატიას შიგნიდან. თუმცა, აშშ-ში ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების დიდი ტრადიცია არსებობს. უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუცია არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი გარდამავალი მოვლენა გახდება, რომელიც იმედია, ნოემბერში დასრულდება“, - განაცხადა ჯორჯ სოროსმა.



აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ დონორმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ძალიან საშიშია, რადგან „ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს“.


imedinews.ge




როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...


მსგავსი სიახლეები

up