ჯორჯ სოროსი: ჩინეთის ეკონომიკის შენელება მთელ მსოფლიოს პრობლემებს უქმნის

ჯორჯ სოროსი: ჩინეთის ეკონომიკის შენელება მთელ მსოფლიოს პრობლემებს უქმნის

person access_time2016-01-22 11:29:15

მილიარდერი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ  ჩინეთის ეკონომიკა „ხისტი დაშვებისთვის“ ემზადება და გლობალურ დეფლაციას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული ტერმინი ეკონომიკაში მაღალი მოთხოვნისა და ინფლაციის პერიოდის დასრულებას გულისხმობს.

 

„ხისტი დაშვება პრაქტიკულად გარდაუვალია. მე არ ველოდები მას, მე მას ვხედავ. ჩინეთს შეუძლია ამასთან გამკლავება. მას აქვს რესურსი და მოქმედებების უფრო დიდი თავისუფლება, ასევე 3 ტრილიონი დოლარის რეზერვები,“ – განაცხადა მილიარდერმა „ბლუმბერგის“ ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.


მისი თქმით, აქციების შეძენის დრო ჯერ კიდევ არ არის და ის ფსონს დებს ინდექს Standard & Poor’s 500–ის ვარდნაზე, რომელმაც ამ წლის დასაწყისიდან 8,5% დაკარგა. სოროსმა ასევე განაცხადა, რომ ფსონს ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების ზრდაზე დებს.



მილიარდერის თქმით, ის გაოცდება, თუკი ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთს კიდევ ერთხელ აწევს დეკემბერში, პირველად თითქმის ათი წლის მანძილზე, განაკვეთის გაზრდის შემდეგ. ამის ნაცვლად, ინვესტორის თქმით, ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ სესხების ღირებულება შეამცირონ.


ჯორჯ სოროსის განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკის შენელება მთელ მსოფლიოში ქმნის პრობლემებს. ჩინეთი, ასევე ნავთობის და სხვა ნედლეულის ფასების ვარდნა დეფლაციის მთავარი მიზეზებია – აცხადებს მილიარდერი.



 



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up