ჯორჯ კობი - ქართველი მილიონერი ანტერპრენერი ამერიკაში

ჯორჯ კობი - ქართველი მილიონერი ანტერპრენერი ამერიკაში

access_time2022-12-11 18:00:57

ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე გასული საუკუნის ამერიკაში ალბათ ერთადერთი ქართველი მილიონერი იყო. 1929 წელს მისი კომპანია The Cobi Glass Produkrs-ის წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი კი 4 მილიონი იყო. საწარმო გრიგოლ კობახიძემ, მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში 1919 წელს გახსნა, სადაც 45 დასახელების მინის პროდუქტს უშვებდა. მათ შორის - სამედიცინო, ქიმიურ, ლაბორატორიულ, ფანჯრისა და ოთახის გასატიხრ მინებს. მილიონერის სტატუსის მიუხედავად გრიგოლ კობახიძე უსაქმოდ არასდროს მჯდარა – მან 60-ზე მეტი ნივთი დააპატენტა.

 

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ჯორჯ კობიმ ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება დაიწყო, შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტრო სანთლები ე.წ. Babel Lamps-ი, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ის ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც „ორნამენტი უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ასეთი წარწერა ჰქონდა - „კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა. რადგანაც სათამაშოები კანადაშიც გადიოდა, წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა.

 


 

ყველაფერი ასე დაიწყო:

 

გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, რომელმაც დაწყებითი განათლება სოფლის მღვდელთან მიიღო, ჯერ ბორჯომის მინის ქარხანაში მოეწყო, შემდეგ თბილისის (1902) და ოდესის მინის ქარხანაში (1903) მუშაობდა. ამ პერიოდშივე გაიცნო მომავალი მეუღლე, წარმოშობით შვედი, დაშა ნოდვიკოვა და ევგენი იგნატიევი, რომელიც შემდგომში მის პარტნიორი გახდა ამერიკაში.

 




1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო შექმნა. 1908 წლის დასაწყისში კი ლონდონში გადავიდა.

 

1909 წელს ჯორჯ კობი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ჯერ პურის ცხობით ირჩენდა თავს, შემდეგ კი 9 წელი ცოლთან ერთად „ჯენერალ ელექტრიკის ფირმაში მუშაობდა.

  

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ჯორჯ კობის საქართველოში მინის დიდი ქარხნის გამართა სურდა, მაგრამ ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა. 1924-28 წლებში ის ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ ბოლშევიკებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, ამიტომ გრიგოლ კობახიძემ საქართველო დატოვა.

 

30-იანი წლების დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა. რის გამოც, 1930 წელს, მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა თავი მოიკლა. ამის შემდეგ, კობიმ თავის სახლთან მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა მოაწყო. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა - ჯორჯ კობი გიორგი მაჩაბლის ფირმისთვის - Prince Matchabeli, სუნამოს ფლაკონების დამზადება დაიწყო.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მინის წარმოების აღდგენის მიზნით, მან ამერიკის მთავრობისგან ფინანსური დახმარება - 2 მილიონი დოლარი მიიღო. რის შემდეგაც როდაილენდის შტატის ქ. პატაკეტში ქარხანა გახსნა, რომელიც ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიების, საველე ჰოსპიტლებისა და საავადმყოფოებისათვის უშვებდა პროდუქციას.

 

მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს საქართველოში მათ ვერავინ დააინტერესეს. საბოლოოდ, გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები - ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.

 



1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაგლისებს მისი სახელი დავიწყებისთვის არ მიუციათ და არც წარმოებისთვის შეუცვლიათ სახელი.

 

 

წყარო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up