ჯორჯ კლუნმა თავის 14 მეგობარს თითო მილიონი დოლარი აჩუქა

ჯორჯ კლუნმა თავის 14 მეგობარს თითო მილიონი დოლარი აჩუქა

access_time2020-11-22 19:30:21

ჯორჯ კლუნს ყველაზე გულუხვი ვარსკლავების სიის სათავეში მოხვედრა ნამდვილად არ გაუჭირდება - ამერიკულ ჟურნალ GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში 59 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ 2013 წელს 14 საუკეთესო მეგობარს თითოს მილიონი დოლარი დაურიგა  - მათ მიერ, მისთვის გაკეთებული კეთილი საქმეებისთვის მადლიერების ნიშნად.

 

ერთხელ უბრალოდ ვიფიქრე - ხვალ ავტობუსი რომ დამეჯახოს, ეს 14 საუკეთესო ადამიანი ანდერძში აუცილებლად იქნება. მაშ რა ჯანდაბად ველოდები, სანამ ავტობუსი გადამივლის?“ - ასე ახსნა ჰოლივუდის ვარსკლავმა თავისი საქციელი.

 

კლუნის ახლო მეგობარმა და საქმიანმა პარტნიორმა, სინდი კროუფორდის მეუღლემ რენდი გერბერმა 2017 წელს ჯორჯ კლუნის გულუხვი საჩუქრის შესახებ მსოფლიოს პირველმა უამბო. მისი თქმით, კლუნმა სადილზე დაპატიჟა ის და სხვა „ბიჭები“, როგორც ის მათ მოიხსენიებს.

 

კლუნის მეგობრებს შორის არიან როგორც მდიდრები, ასევე შედარებით ხელმოკლე შემოქმედებითი პიროვნებები. ერთ დროს თავად ჯორჯ კლუნიც ასეთი იყო - დამწყები მსახიობი ცარიელი ჯიბით.

 

მოსულ სტუმრებს მან ფული დაურიგა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

როდესაც მე პირველად ჩამოვედი ლოს-ანჯელესში, სასტუმროს ფული არ მქონდა და თქვენთან ვცხოვრობდი. თქვენს გარეშე ის ვერ გავხდებოდი, ვინც დღეს ვარ. ეს ფული იპოთეკის დაფარვის, შვილების კარგ სკოლებში გაგზავნისთვის საკმარისია. ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენთვის ვალის დაბრუნება - მიმართა მან თავის მეგობრებს.


 

ინტერვიუში კლუნმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი იმიტომაც გადადგა, რომ მაშინ მას ოჯახი და შვილები არ ჰყავდა.

 

მე მყავს ეს ბიჭები, რომლები 35 წლის მანძილზე ყველანაირად მეხმარებოდნენ. მე მათთან ვცხოვრობდი როდესაც მიჭირდა, ისინი ფულს მაძლევდნენ, როდესაც ეს აუცილებელი იყო. შემდგომში, წლების მანძილზე მათ მეც ვეხმარებოდი. მათ გარეშე ალბათ ვერაფერს მივაღწევდი - მიიჩნევს ჰოლივუდის ვარსკლავი.

 

2014 ელს კლუნმ თავისი მომავალი მეუღლე, ლიბანელი ადვოკატი ამალ ალამუდინი გაიცნო. მათ რამდენიმე წელიწადში იქორწინეს, 2017 წელს კი წყვილს ორი შვილი შეეძინა - ტყუპები ალექსანდრი და ელა.

 

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოლს არასდროს მოვიყვანდი, და შვილებიც არასდროს მეყოლებოდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი - მაქვს მშვენიერი სამუშაო, ჩემი ცხოვრება საინტერესო და სავსეა, მეტი რა უნდა მინდოდესსინამდვილეში, ვერც კი ვხვდებოდი, რამდენად ცარიელი იყო ჩემი ცხოვრება, სანამ ამალს გავიცნობდი“- ამბობს მსახიობი.

 

მისი თქმით, დღეს მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე შვილები არიან.

 

ადრე არასდროს მიგრძნია, რომ ვიღაცის სიცოცხლე შეიძლება ჩემს თავზე წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყოს. შემდეგ კი ისინი გაჩნდნენ- აღიარებს ჯორჯ კლუნი.

 

 

Glamour.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ჯორჯ კლუნი



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-26 21:00:26
დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი: 1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი...

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-26 18:15:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3137 ლარი გახდა....

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია
access_time2020-11-26 20:00:13
შავი პარასკევი - არის პირველი პარასკევი ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის - მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, როგორც წესი 23-დან 29-რიცხვამდე. სწორედ ამ დღეს იწყება...

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა
access_time2020-11-26 19:00:14
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2020 წლის 3 კვარტალში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. რასთან არის ეს დაკავშირებული და შეიძლება თუ არა ეს გამოკვეთილ ტენდენციად ჩაითვალოს?   აგრარული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო წელი, როდესაც 2013 წელს დაწყებულმა აგროსექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო  პროგრამებმა შედეგები გამოიღეს.   ერთ-ერთი ასეთი პროექტია „დარგე მომავალი“, რომელიც ხილის და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
access_time2020-11-26 17:25:29
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და მათი დაძლევის გზები იყო განიხილვის მთავარი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან, სელიმ ჩაკირთან, გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ, სოსო ფხაკაძესთან ერთად აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საუბარი ასევე შეეხო ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, ასოციაციის წარმომადგენლებმა სავალუტო ფონდს გაუზიარეს ის წუხილი, რომელიც საქართველოში მოქმედ...


მსგავსი სიახლეები

up