მინესოტას შტატის ჰენეპინის ოქლმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის თარიღად 2021 წლის 8 მარტი განსაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომები 11 სექტემბერს დაიწყება. აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს.
30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს, შემდეგ კი ბრალდება მეორე ხარისხის მკვლელობით შეუცვალეს. საქმეზე დაკავებულ კიდევ 3 პოლიციელს მკვლელობის ხელშეწყობასა და წახალისებას ედავებიან.
2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.
imedinews.ge