აშშ–ის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი მის ბრიუსელში მოგზაურობის პროგრამას დაემატა. ევროკავშირის ლიდერებთან და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან ჯო ბაიდენი რუსული აგრესიისადმი დაპირისპირების საკითხებს განიხილავს.
ბაიდენი ჯერ ბრიუსელში ჩავა, ხოლო შემდეგ პოლონეთს ეწვევა, თქვა პრეზიდენტის პრეს–მდივანმა ჯენ პსაკიმ. უკრაინის კრიზისში აშშ–სთვის პოლონეთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. 26 მარტს ბაიდენის და პოლონეთის ლიდერის ანჯეი დუდას შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინის კრიზისის საკითხებს განიხილავენ.
ამასობაში, კიევში მოულოდნელ ვიზიტს გეგმავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი, რითაც უკრაინისთვის სრული მხარდაჭერის დემონსტრირებას მოახდენს. ამჟამად ჯონსონის მრჩევლები ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას სწავლობენ. ამის შესახებ RBC-Ukraine ბრიტანულ გამოცემაზე Daily Mail დაყრდნობით წერს.