ჯო ბაიდენსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჯო ბაიდენსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

access_time2021-04-24 16:41:05

23 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ. 

"ორივე ლიდერი ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათზე და საერთო ინტერესების საკითხებზე მეტი თანამშრომლობის დამყარების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ" - ვკითხულობთ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ივნისში, NATO-ს სამიტის ფარგლებში მათ შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, რათა განიხილონ ორმხრივი და რეგიონული საკითხების სრული სპექტრი.

"პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი, დღეს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ესაუბრა და თანამშრომლობის გაფართოებულ სფეროებით და უთანხმოების ეფექტური მენეჯმენტით კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობებზე ინტერესი გამოხატა". - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

22 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქეთი ქალთა დაცვის საერთაშორისო შეთანხმების, სტამბოლის კონვენციის დატოვების გამო გააკრიტიკა.


ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურ სომეხთა მასობრივი ხოცვის ფაქტის აშშ-ს მიერ გენოციდად შესაძლო აღიარების ინფორმაციას თურქეთი არ მიესალმება. ამას 21 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოეხმაურა. 

"განცხადებები, რომელთაც სამართლებრივი ვალდებულებები არ გააჩნია, სარგებლის მომტანი ვერ იქნება, პირიქით, [აშშ-თურქეთის] კავშირებს დააზიანებს. თუკი აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება სურს, მათი ნებაა". – თქვა ჩავუშოღლუმ Habertürk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მარტში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინზე. ჯო ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, თვლის თუ არა იგი პუტინს მკვლელად, დადებითად უპასუხა. მისი თქმით, აიდენის განცხადებები პუტინთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის შეუფერებელი და მიუღებელია. 

მანამდე, ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2020 წლის დეკემბერში აშშ-მ თურქეთს რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შეძენის გამო სანქციები დაუწესა.


Tabula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up