ჯო ბაიდენმა ისტორიულ ორპარტიულ ინფრასტრუქტურულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენმა ისტორიულ ორპარტიულ ინფრასტრუქტურულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

access_time2021-11-16 17:30:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისტორიულ ორპარტიულ ინფრასტრუქტურულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. შესაბამის ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.


როგორც ხელმოწერისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, ეს კანონპროექტი ადასტურებს, რომ ცინიკოსების განცხადებების მიუხედავად, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს გაერთიანება და შედეგის მიღწევა შეუძლიათ.


1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის ინფრასტრუქტურული კანონი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ითვალისწინებს. გამოყოფილი თანხიდან 110 მილიარდი დოლარი ავტომაგისტრალებს, ხიდებსა და საავტომობილო გზებს მოხმარდება, 66 მილიარდი სამგზავრო რკინიგზას, 65 მილიარდი – მაღალსიჩქარიანი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას, 55 მილიარდი – წყლის მიწოდებას, 25 მილიარდი – აეროპორტებს, 7,5 მილიარდი – ელექტრომობილების დასატენ სადგურებს, 17 მილიარდი – პორტებს. თეთრი სახლის მონაცემებით, ინიციატივის განხორციელება მომავალი ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 1,5 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის.



აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის განხორციელება აშშ-ის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.


1tv.ge


თეგები:
ჯო ბაიდენი



„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up