ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

access_time2021-02-27 20:30:47

20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?

 

1.ვაქცინაციის დაქარება

აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.

 

1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით მეტია.

 

მთლიანობაში ამერიკამ 70 მლნ. დოზა მიიღო - ძირითადად Pfizer-BioNTech და Moderna.  ამ დროისთვის ვაქცინაცია აშშ-ს მოსახლეობის 12%-მა გაიარა - ეს მე-5 შედეგია მსოფლიოში ისრაელის ბრიტანეთის, სერბეთისა და ბაჰრეინის შემდეგ.

 

2.მიგრაცია და კლიმატური ცვლილებები

პრეზიდენტობის პირველივე დღეს ბაიდენმა ტრამპის რამდენიმე ბრძანებულება გააუქმა - კერძოდ, გადაწყვეტილებები, რომლებიც მიგრაციის და არალეგალური მიგრანტების ლეგლიზების გართულების საკითხებს ეხებოდა.

 

პირველ რიგში მან გააუქმა დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც 13 ისლამური ქვეყნიდან შტატებში მიგრანტების მიღებას კრძალავდა და ასევე მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეაჩერა.


 

ბაიდენმა ასევე ეკოლოგიური საკითხებისადმი მეტი ყურადღება გამოავლინა - კერძოდ, შეაჩერა კანადის საზღვართან ნავთობსადენს Keystone XL-ის მშენებლობა.

1 თვეში ბაიდენმა ხელი 31 განკარგულებას მოაწერა, მათ შორის 4 მიგრაციას, 4 კლიმატური ცვლილელებუს წინააღმდეგ ბრძოლას, 7 კი პანდემიასთან ბრძოლის ეფექტურობის ზრდას შეეხებოდა.

 

საერთაშორისო შეთანხმებებში დაბრუნება

 

ბაიდენის ადმინისტრაცია იმ საერთაშორისო შეთანხმებებში ბრუნდება, საიდანაც ქვეყანა ტრამპის დროს გავიდა -კერძოდ, კლიმატის დაცვის პარიზის შეთანხმარებაში, გარდა ამის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესიც შეჩერდა.

 

ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადამ რომ აშშ ირანთან ბირთვულ გარიგებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებისთვოს მზადაა.

 

ბადენმა ასევე ნატოს-სთან და ევროპასთან სამოკავშირეო ურთიერთობების გამყარების მზადყოფნა დაადასტურა. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი იქნება გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის პროცესის შეჩერება.

„ამერიკა დაბრუნდა, ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსიც დაბრუნდა“ - განაცხადა ბაიდენმა.

 

რა დარჩა უცვლელი ამერიკულ  პოლიტიკაში?

ბევრ საკითხში ბაიდენის მიდგომები მისი წინამორბედის პოლიტიკისგან თითქმის არ განსხვავდება - მაგალითად, ვაშინგტონი ჩინურ საქონელზე შემოღებული ტარიფების გაუქმწბას არ გეგმავს, ხოლო თავად ბაიდენმა მიუნჰენის კოფერენციაზე გამოსვლის დროს პეკინის მიმართ მკაცრი კურსის შენაჩუნება დააანონსა.


ის ასევე არ ცვლის ტრამპის ადმინისტრიაციის მიდგმას რუსეთისადმი, ბაიდენმა მოსკოვი ნატო-ს დ ევროკავშირის შესუსტების მცდელობებში დაადანაშაულა, და განაცხადა რომ მათ წინ აღუდგება, თუმცამ ამავე დროს ვაშინგტონი კრემლთან დიალორგისთვის მზადყოფნაზე საუბრობს, და ბაიდენის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სტრატეგიული თავდასმითი შეიარაღებუს შემცირების თაოზბაზე შეთანხმების 5 წლის გაგრძელება იყო.


ამ დროისთვის გაურკვეველია ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მიმართ, რომლის წინაამღდეგაც ტრამპის ადმინისტრიაციამ სანქციები შემოიღო. Bloomberg-ს ინფორმაციით, ვაშინგტონმა გადაწყვიტა სანქციებისგან თავი შეიკავოს იმისთვის, რომ ბერლინი არ გაანაწყენოს.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ჯო ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up