ყოველთვის სჯობს პირისპირ შეხვედრის გამართვა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეეცდება განსაზღვროს, თუ სად შეუძლიათ რუსეთსა და ამერიკას თანამშრომლობა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება პროგნოზირებადი და რაციონალური ჩარჩოს დადგენა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.
რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა აღნიშნული შეხვედრის გამართვისთვის. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პრობლემა დაგროვდა.
ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მე-18 საუკუნის ვილაში იმართება.
imedinews.ge