აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ჯილი და მე პრეზიდენტ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანიას, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გავაგრძელებთ ლოცვას პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი კარანტინში იმყოფებიან.
IPN.GE