აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის პოსტზე სამანტა პაუერს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის შტაბი ავრცელებს.
„როგორც USAID-ის ხელმძღვანელი, ის ჩვენს პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებს COVID-19-ის პანდემიის დასაძლევად, ყველა ადამიანის ღირებულებისათვის იბრძოლებს და ხელს შეუწყობს ამერიკული იდეალებისა და ინტერესების განვითარებას მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
2013-2017 წლებში სამანტა პაუერი გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აშშ-ის მთავრობის ორგანიზაციაა, რომლის მოვალეობა უმეტესწილად არასამხედრო საერთაშორისო დახმარებას ეხება.
imedinews.ge