ჯო ბაიდენი საწვავის გაძვირების გამო რეიტინგს კარგავს

ჯო ბაიდენი საწვავის გაძვირების გამო რეიტინგს კარგავს

access_time2021-10-15 20:00:33

ამერიკის პრეზიდენტი ამომრჩეველთა მხარდაჭერას კარგავს - ამ დროისთვის მისი რეიტინგი 38%-ს არ აღემატება.

 


ამის ახსნა როგორც შიდა, ასევე საგარეო ჩავარდნებით შეიძლება, თუმცა, მთავარი ფაქტორია ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირება ქვეყანაში.

 


ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ენერგეტიკაში მდგომარეობის გამოსწორებისთვის შესაძლოა დემოკრატებს თავიანთი კლიმატური დღის წესრიგიც გადახედვაც მოუწიოთ. წლის მანძილზე 1 გალონი ბენზინი (3,8 ლიტრი) 1 დოლარით, 3.2 დოლარამდე გაძვირდა, რაც ამერიკელების საფულეებს მნიშვნელოვნად აზარალებს.

 


რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ეკოლოგებმა ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფაზე და რამდენიც არ უნდა გაუწიონ პოპულარიზაცია ელექტრომობილებს,  2020 წელს გაყიდულ ავტომობილებს შორის 98,7% სწორედ ტრადიციულ საწვავზე - ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანებზე მოდის.

 


ის, რომ ფასების მომდევნო ზრდა ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ მისი პარტიის რეიტინგზე, კარგად ესმით დემოკრატ კონგრესმენებს - მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკოლოგიურ საკითხებში პარტიას ზედმეტი მოუვიდა.

 



კომპანია Berkeley Research Group-ის დირექტორი და აშშ-ის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი წევრი ბრანკო ტერზიკი მიიჩნევს, რომ კურსი განახლებად ენერგიაზე, რომელიც ნახშირის, ნავთობის და გაზის მოპოვების შეზღუდვას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთის ზეწოლის შედეგია.

 


თუმცა, ყველა დემოკრატი არაა მზად ხმები დაკარგოს ეკოლოგებისთვის ანგარიშის გაწევის გამო - დემოკრატების ზომიერი ფრთა ეკოლოგიურ საკითხებზე საბიუჯეტო დაფინანსების 3,5-დან 2 ტრლნ დოლარამდე შემცირებას მოითხოვს. მათი თქმით,„კლიმატური დღის წესრიგი უფრო რაციონალური უნდა იყოს და ქვეყნის ენერგოსისტემას ზიანი არ უნდა მიაყენოს“.

 


თავად ადმინისტრაციის ზოგიერთი ნაბიჯი ტრადიციული ენერგორესურსებისადმი დამოკიდებულების შერბილებაზე მეტყველებს - მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრენჰოლმმა განაცხადა, რომ ნახშირბადის საწვავის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუ ის ეკოლოგიურ სტანდარტების შეესაბამება.

 


ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჩარლზ მაკკონელი მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო კონსერვატიულ მოდგომას ირჩევს. მისი თქმით, თუ აშშ-ის მთავრობის ეკოლოგიური პოლიტიკა არ გადაიხედება, უახლოეს თვეებში 1 გალონი ბენზინი 5 დოლარამდე გაძვირდება.

 


გლაზგოში, ოქტომბრის ბოლოს, ტრადიციულ კლიმატურ სამიტზე სავარაუდოდ ამერიკა შიდა ბაზრისთვის ატმოსფეროში СО2-ს გამოყოფის ლიმიტების შემცირებას მოითხოვს, რაც განახლებად ენერგიაზე ფორსირებული გადასვლის სტრატეგიის მნიშვნელოვან გადახედვას ნიშნავს.

 


ამ საკითხში პრეზიდენტს მხარს დემოკრატიული პარტიის დიდი ნაწილი დაუჭერს, რადგანაც სადღეისოდ კლიმატზე მეტად მათ ამომრჩეველთა გულის მოგება ადარდებთ.

 

 

 

kommersant





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up