ჯო ბაიდენი - მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენ გვერდითაა, ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას

ჯო ბაიდენი - მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენ გვერდითაა, ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას

access_time2021-06-14 16:10:00

ნატო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აშშ-ის ინტერესებისთვის. ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი არის წმინდათაწმინდა ვალდებულება“, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრის დროს გააკეთა.


როგორც ბაიდენმა განაცხადა, ბოლო წლებში უფრო ცხადი ხდება, რომ ნატო ახალი გამოწვევების წინაშე დგას.



„ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც არ იქცევა იმის შესაბამისად, რასაც ველოდებოდით და ასევეა ჩინეთიც. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე და ჩემმა კოლეგებმა ეს საკითხი წამოწიეს. მათი მოსაზრებით აუცილებელია უფრო მეტი კოორდინაცია. მკაფიოდ მინდა ვთქვა, ნატო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აშშ-ის ინტერესებისთვის. ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი არის წმინდათაწმინდა ვალდებულება. მე სულ ვახსენებ ხოლმე ამერიკელებს, რომ როდესაც აშშ-ს დაესხნენ თავს, ნატო წინ აღუდგა ამას და პატივისცემით მოეკიდა მეხუთე მუხლის ვალდებულებას. მე მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენ გვერდითაა. ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც ვიცი უკვე ათზე მეტი ქვეყანა ასრულებს ნატო-ს შეთანხმებით აღებულ ფინანსურ ვალდებულებას და სხვებიც ამ გზას ადგანან. ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბაიდენმა.


1tv.ge


თეგები:
ჯო ბაიდენი



ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up