აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დაუდასტურა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მონაწილეობას განაგრძობს.
„ჯანმო კორონავირუსის მომაკვდინებელ პანდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. აშშ კვლავაც იქნება სრული მონაწილე და გლობალური ლიდერი ამგვარი საფრთხეების დაძლევისა და გლობალური ჯანდაცვისა და ჯანდაცვის უსაფრთხოების განვითარების საქმეში“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც მან გაეროს გენერალურ მდივანს გაუგზავნა.
ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ბრუნდება.
2020 წლის 29 მაისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაუნაწილებს.
imedinews.ge