ჯო ბაიდენი - ჩნდებოდა ეჭვები, იყო თუ არა ნატო საჭირო 21-ე საუკუნეში, დღეს ეჭვგარეშეა, ნატო არის რელევანტური, ეფექტური და საჭიროა, როგორც არასდროს

ჯო ბაიდენი - ჩნდებოდა ეჭვები, იყო თუ არა ნატო საჭირო 21-ე საუკუნეში, დღეს ეჭვგარეშეა, ნატო არის რელევანტური, ეფექტური და საჭიროა, როგორც არასდროს

access_time2022-05-19 23:30:00

შვედეთსა და ფინეთს გააჩნიათ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი შეიარაღებული ძალები, ძლიერი და გამჭვირვალე ეკონომიკები, ასევე ძლიერი მორალური შეგრძნება იმისა, თუ რა არის სწორი. ისინი აკმაყოფილებენ ნატო-ს ყველა მოთხოვნას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდელენა ანდერსონთან ​ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„დღეს მე ამაყი ვარ, მივიღო ორი დიდი დემოკრატიის, დიდი შესაძლებლობების მქონე აშშ-ის ორი ახლო პარტნიორისგან მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსში გაწევრიანების განაცხადები და აშშ-ის მხარდაჭერა შევთავაზო მათ. ორი ამაყი, დამოუკიდებელი ქვეყანა იყენებს სუვერენულ უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბოლო წლებში ჩნდებოდა ეჭვები, იყო თუ არა ნატო კვლავ რელევანტური, ეფექტიანი და საჭირო 21-ე საუკუნეში.


„დღეს ეჭვგარეშეა, ნატო არის რელევანტური, ის არის ეფექტური და ის ახლა საჭიროა, როგორც არასდროს“, – განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილებები ალიანსში გაწევრიანების შესახებ ამის დასტურია.


„შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის მრავალ საკითხში, მათ შორის, მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, კლიმატური და სასურსათო კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში, გლობალური ჯანდაცვის გაძლიერებაში და განვითარების ხელშეწყობაში. ფინეთისა და შვედეთის ჯარები უკვე მსახურობდნენ აშშ-ისა და ნატო-ს ძალების გვერდით კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში. ფინეთი და შვედეთი უკვე მუშაობენ აშშ-სა და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად, მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიც იცავს თავის თავისუფლებას რუსეთის ინტერვენციისგან. შვედეთსა და ფინეთს გააჩნიათ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი შეიარაღებული ძალები, ძლიერი და გამჭვირვალე ეკონომიკები, ასევე ძლიერი მორალური შეგრძნება იმისა, თუ რა არის სწორი. ისინი აკმაყოფილებენ ნატო-ს ყველა მოთხოვნას“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.


ჯო ბაიდნეის განცხადებით, ჩრდილოეთ ევროპაში ორი ახალი მოკავშირის დამატებით ალიანსის უსაფრთხოება გაძლიერდება.



„დღეს მე მსურს, სიამაყით დავარწმუნო ისინი, რომ მათ აქვთ სრული მხარდაჭერა აშშ-ისგან. დღეს ჩემი ადმინისტრაცია წარუდგენს აშშ-ის კონგრესს ანგარიშებს ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რათა სენატმა ეფექტიანად და სწრაფად შეძლოს, განიხილოს და მიიღოს შეთანხმება“, – აღნიშნა ბაიდენმა.


მისი თქმით, ფინეთი და შვედეთი ნატო-ს აძლიერებენ, ძლიერი, ერთიანი ნატო კი არის აშშ-ის უსაფრთხოების საფუძველი.


„ნატო-ში გაწევრიანებით მოკავშირეები ერთმანეთის მიმართ წმინდა ვალდებულებას იღებენ. თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე – ეს არის ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი და ჩვენი ალიანსის ქვაკუთხედი. ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში,როდესაც მეხუთე მუხლი ამოქმედდა, იყო 11 სექტემბრის შემდეგ, როცა აშშ-ს თავს დაესხნენ და ყველა ჩვენი მოკავშირე ჩვენს მხარეს დადგა. აშშ არასდროს დაივიწყებს ამას და ჩვენ არასდროს დავარღვევთ ჩვენს დაპირებას, რომ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. მივესალმები, რომ შვედეთი და ფინეთი ასევე ირჩევენ ამ პასუხისმგებლობას. ეს სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ბაიდენმა.


აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს გაფართოება არავის უქმნის საფრთხეს.


„ნება მიბოძეთ, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნატო-ში ახალი წევრების მიღება არც ერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს. არასდროს ყოფილა ასე. ნატო-ს მიზანია აგრესიის წინააღმდეგ დაცვა. აგრესიის წინაშე ნატო არ შესუსტდება და არ დაიყოფა, ის გაძლიერდება და უფრო ერთიანი იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.


მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებით, გაწევრიანდნენ ნატო-ში, ალიანსი გაძლიერდება.


„ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის, რადგან ის, რაც ნატო-ს აძლიერებს, არ არის მხოლოდ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები, არამედ ერთმანეთის მიმართ ღირებულებების ვალდებულება“, – აღნიშნა ბაიდენმა.


მისივე თქმით, ნატო-ს ალიანსი არის არჩევანი და არა იძულება.


„ქვეყნებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი აკმაყოფილებენ ნატო-ს მაღალ სტანდარტებს სამხედრო ურთიერთთავსებადობის, ეკონომიკის, გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების კუთხით. ეს არის ის, რაც შვედეთმა და ფინეთმა გააკეთეს. დღეს ეს არის დადასტურება, რომ ნატო-ს კარი რჩება ღია იმ ქვეყნებისთვის ევროპაში, რომლებიც იზიარებენ ღირებულებებს, სურთ და შეუძლიათ, გააკეთონ ის, რაც საჭიროა ალიანსში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა ბაიდენმა.


1tv.ge


თეგები:
ჯო ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up